მთავარიევროპაუნგრეთიევროპული ერთობის დილემა - ვიქტორ ორბანი

ევროპული ერთობის დილემა – ვიქტორ ორბანი

დასავლური ქვეყნების გადმოსახედიდან უკრაინაში რუსული ინტერვენციის მიერ შექმნილი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა ევროკავშირისა და ნატოს რიგებში ერთიანობის შენარჩუნებაა.

ევროკომისიის, ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები, ნატოსა და სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნები საკმაოდ ხშირად საუბრობენ ერთიანი საგარეო პოლიტიკის წარმოების მნიშვნელობაზე, მაგრამ არსებობს ერთი გამონაკლისი და ეს გახლავთ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.

ვიქტორ ორბანის უნგრეთი დიდი ხნის განმავლობაში უწევდა წინააღმდეგობას ევროკავშირის მიერ უკრაინისათვის 50 მილიარდი ევროს მოცულობის სამხედრო და ეკონომიკური დახმარების გადაცემას. ვიქტორ ორბანი ბლოკავს დასავლურ ბანკებში გაყინული რუსული აქტივების ნაწილის კიევისთვის გადაცემას. ამავე დროს, ვიქტორ ორბანი ევროკავშირისა და ნატოს წევრი სახელმწიფოებიდან ერთადერთი ლიდერია, რომელიც უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყების შემდეგ ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

უნგრეთმა ევროკავშირისა და ნატოს წევრობამდე დიდი გზა განვლო.

უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ჩინეთი, 17 ოქტომბერი, 2023 წელი Copyright Grigory Sysoyev, Sputnik, Kremlin Pool Photo via AP

უნგრეთმა ევროკავშირისა და ნატოს წევრობამდე დიდი გზა განვლო…

მეორე მსოფლიო ომს ხანგრძლივი საბჭოთა ოკუპაცია მოჰყვა, უნგრეთი კი ნატოს 1999 წელს, ხოლო ევროკავშირს 2004 წელს შეუერთდა. ვიქტორ ორბანი და მისი პოლიტიკური პარტია “ფიდეში” უნგრეთს 2010 წლიდან მართავენ, მაგრამ ეს ორბანის პირველი მმართველობა არ გახლავთ, ის სახელმწიფოს სათავეში 1998–2002 წლებშიც იყო. უნგრეთთან დაკავშირებით სასაუბროდ ევრონიუს ჯორჯიამ იენის უნივერსიტეტის მკვლევარი ბიძინა ლებანიძე მოიწვია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend