დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთის მთავრობასთან დაახლოებულ ორ პირსა და ერთ-ერთ კომპანიას სანქციებს უწესებენ. ისინი მათ საარჩევნო და საკანონმდებლო ინსტანციებისა და მათი წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმართულ საეჭვო კიბერაქტივობაში ადანაშაულებენ.
ჩინური მხარე უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების გარეშე ბრალის წაყენება დაუშვებელია.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის მოადგილე, ოლივერ დოუდენი ადასტურებს, რომ ჩინეთის მთავრობასთან დაახლოებულ პირებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ ორ მავნებლურ კიბერკამპანიაზე, რომლებიც მიმართული იყო როგორც მათი დემოკრატიული ინსტიტუტების, ისე პარლამენტარების წინააღმდეგ.
მისივე განმარტებით, საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის შეერთებული შტატები, გაავრცელებენ მსგავს განცხადებებს, რათა გამოაშკარავდეს ეს აქტივობა და ჩინეთს დაეკისროს პასუხისმგებლობა მტრული ქმედების გამო, რომელიც საფრთხეს უქმნის მათ კოლექტიურ დემოკრატიას.
მანამდე ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ყოფილმა ლიდერმა, იან დუნკან სმიტმა განაცხადა, რომ მთავრობამ ჩინეთი საფრთხედ უნდა მიიჩნიოს.
საპასუხოდ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების გარეშე ბრალის წაყენება დაუშვებელია.