მთავარიევროპაუკრაინაკიევში ჰუმანიტარულმა მისიებმა ის ადგილები მოინახულეს, რომლებიც ბოლო დღეებში დაიბომბა

კიევში ჰუმანიტარულმა მისიებმა ის ადგილები მოინახულეს, რომლებიც ბოლო დღეებში დაიბომბა

უკრაინის დედაქალაქზე ბოლო დღეებში მიტანილი მასშტაბური იერიშის გამო, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, სასწავლო დაწესებულებები, სკოლები, საბავშვო ბაღები და სხვა სამოქალაქო ობიექტები. გავრცელებული ინფორმაციით, შეტევის შედეგად, დაშავდა ათზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე.

„ძალიან შეშინებული ვარ. არ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე. როგორ უნდა ვიცხოვრო. დახმარება მჭირდება, რადგან სახლის შეკეთებისთვის საჭირო სახსრები არ გამაჩნია“, – ამბობს ადგილობრივი ნადია.

„ჩვენთან ყველა ფანჯარა ჩამოიმსხვრა. ბებია და 13 წლის ბავშვი შეშინებულები არიან. ისინი თავშესაფარში გადაიყვანეს. სახლში ყველგან დამსხვრეული მინებია, თუმცა მნიშვნელოვანი დაზიანებები არ მიგვიღია. ჩვენ 2014 წლიდან იძულებით გადაადგილებული პირები ვართ. ექვსი წლის განმავლობაში ვიცვლით საცხოვრებელ სახლს. ის, რაც ხდება, ძალიან მტკივნეულია“, – ამბობს განა, რომლის სახლიც შეტევის შედეგად დაზიანდა.

ადგილზე ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციების წარმომადგენლები მივიდნენ. მათ ადგილობრივებს პირველადი სამედიცინო, იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარება გაუწიეს.

„მოსახლეობას შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ვგზავნით. ასევე, ვაკავშირებთ ჰუმანიტარულ ცენტრებთან. მათ კონკრეტული კითხვები აქვთ ზარალის ანაზღაურების დოკუმენტებთან ან დაზიანებული ქონების კომპენსაციის პროცედურებთან დაკავშირებით“, – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია “დაცვის უფლების” წევრი, ტარასი.

ასევე, ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციებმა დაზარალებულებს აუცილებელი სარემონტო მასალები, საკვები, სამოსი და ფინანსური დახმარება გადასცეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend