გრძელდება დიპლომატიური ძალისხმევა „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების დასაბრუნებლად და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შესაჩერებლად.
ისრაელის მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანა მზად არის, 40 მძევლის სანაცვლოდ, 800 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლოს. „ჰამასის“ გადაწყვეტილების შესახებ კი მომდევნო სამი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.
გაეროს პალესტინელთა დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ფილიპე ლაზარინიმ აღშფოთება გამოხატა ისრაელის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩრდილოეთ ღაზაში ორგანიზაციის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების აკრძალვას გულისხმობს.
The US foreign aid spending bill for 2024 limits funding to @UNRWA until March 2025.⁰This decision will have implications for Palestine Refugees in #Gaza & the region.⁰⁰I appreciate our committed supporters in the US Congress who advocated on behalf of UNRWA during this…
— Philippe Lazzarini (@UNLazzarini) March 24, 2024
რეგიონში ვიზიტით მყოფმა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა ორგანიზაციასა და მის ხელმძღვანელს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და დასძინა, რომ ყველა აუცილებელ ზომას მიიღებენ, რათა მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.
Humanitarians working in Gaza shared with me the extremely challenging environment they work in.
Some of them, with decades of experience, said they have never encountered a situation as difficult as this.
Aid workers need resources, access & safety – now. pic.twitter.com/dLY3YhigkQ
— António Guterres (@antonioguterres) March 24, 2024
ისრაელზე კი იზრდება ზეწოლა, როგორც ჰუმანიტარულ, ისე სამხედრო საკითხებში. ემანუელ მაკრონი ისრაელს აფრთხილებს, რომ რაფაჰიდან ადამიანების იძულებითი გადასახლება ომის დანაშაულად შეფასდება.