ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა ენტონი ბლინკენმა ვაშინგტონში ბალტიისპირეთის სამივე სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს უმასპინძლა. ვიზიტის წინ უძღვოდა აშშ-ის კონგრესის მიერ ამ ქვეყნებისთვის 300 მილიონ დოლარის გადაცემა, ე.წ. “ბალტიური უსაფრთხოების ინიციატივის” ფარგლებში თავდაცვის გაძლიერების მიზნით.
”ჩვენს ბალტიისპირელ მეგობრებთან ერთად ვზეიმობთ სამივე სახელმწიფოს ნატოში გაწევრიანებიდან 20 წლის შესრულებას. ამავე დროს, წელს ვაშინგტონში ივლისის თვეში ვიზეიმებთ ნატოს დაარსებიდან 75-ე წლისთავს. როგორც ესტონეთი, ასევე ლიეტუვა და ლატვია ნატოს თავდაცვის ბიუჯეტში მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტს დებენ. სამივე სახელმწიფო აქტიურად მონაწილეობს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაში”, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა.
Estonia & the US are Allies. We stand firmly together to help #Ukraine win & to preserve a world where might does not make right.
In a meeting with @SecBlinken I expressed 🇪🇪 appreciation for 🇺🇸 leading role in supporting 🇺🇦 & strong presence on @NATO‘s Eastern flank. pic.twitter.com/pVGVLJ4o2n
— Margus Tsahkna (@Tsahkna) March 25, 2024
ბალტიისპირეთის სამივე სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი კმაყოფილია ვაშინგტონთან თანამშრომლობის გაღრმავებით. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მშვიდობას ერთი მტერი ჰყავს რუსეთის სახით.
“სწორედ 75 წლის წინ დაიწყო საბჭოთა კავშირმა ბალტიისპირეთიდან მშვიდობიანი მოსახლეობის დეპორტაცია. ათასობით ადამიანს ციმბირში გაუსაძლის პირობებში წლების განმავლობაში ჯოჯოხეთური შრომა და მარტოობაში სიკვდილი მიუსაჯეს. აღმოსავლეთ ევროპაში მშვიდობას ერთი მტერი ჰყავს -კრემლი. სწორედ მოსკოვი ებრძვის უკრაინას და მოსკოვი დაესხა თავს საქართველოს 2008 წელს და ხელს უშლის ამ ორი სახელმწიფოსა და მოლდოვის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას”, – განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ე.წ. “ბალტიური უსაფრთხოების ინიციატივა” 2020 წელს დაარსდა.