მთავარიევროპარუსეთიმოსკოვში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა

მოსკოვში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა

სულ მცირე 93 ადამიანია დაღუპული მოსკოვის გარეუბანში, საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმის შედეგად. დაჭრილია 60 მეტი პირი.

ინფორმაციას რუსეთის ფედერალური სამსახურის ბიურო ავრცელებს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთმა დაჯგუფებამ. ტერორისტული ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდამსხმელებმა გაქცევა მოახერხეს.

რუსეთის ოფიციალურ წყაროებს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. ოფიციალური განცხადება გააკეთეს თეთრ სახლში. მათი ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატები აფრთხილებდა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ იგეგმებოდა თავდასხმები მოსკოვში.

მთელი რუსეთის ტერიტორიაზე გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. გავრცელებული ცნობებით, ჯერჯერობით თავდამსხმელები არ დაუკავებიათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend