მთავარიევროპარუსეთირუსეთმა ლგბტქ+ მოძრაობა „ტერორისტებისა და ექსტრემისტების“ სიაში შეიყვანა

რუსეთმა ლგბტქ+ მოძრაობა „ტერორისტებისა და ექსტრემისტების“ სიაში შეიყვანა

რუსეთმა ლგბტქ+ მოძრაობა „ტერორისტებისა და ექსტრემისტების“ შავ სიაში დაამატა. ხელისუფლებას უფლება აქვს ამ სიაში მყოფი ადამიანების საბანკო ანგარიშები გაყინოს.

მანამდე რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ლგბტქ+ მოძრაობა ე.წ. ექსტრემისტულ მოძრაობად გამოაცხადა და აკრძალა ლგბტქ+ აქტივიზმი მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კრემლმა ორი წლის წინ უკრაინაში თავდასხმის დაწყების შემდეგ ულტრაკონსერვატიულ პოლიტიკას მიმართა და კონფლიქტი დასავლეთისა და მისი იდეების წინააღმდეგ ბრძოლის ველად აქცია.

2022 წელს რუსეთში აკრძალეს ე.წ. გეი პროპაგანდა და აიკრძალა როგორც კანონში წერია „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების“ ნებისმიერი წარმოდგენა საჯარო სივრცესა თუ მედიაში. რამდენიმე დღის წინ „ექსტრემიზმის“ ბრალდებით რუსეთში ერთ-ერთი ბარის ადმინისტრატორი და არტდირექტორი დააკავეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend