მთავარიაზიაისრაელიისრაელის ხელისუფლება რაფაჰზე იერიშისთვის ემზადება

ისრაელის ხელისუფლება რაფაჰზე იერიშისთვის ემზადება

დემოკრატიული დასავლეთის დიპლომატიური ძალისხმევის მიუხედავად, ისრაელის ხელისუფლება რაფაჰზე იერიშს კვლავ გეგმავს. ეს დასახლება ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში, ეგვიპტის საზღვრის სიახლოვეს, მდებარეობს და 7 ოქტომბერს დაწყებული ომის შემდეგ მშვიდობიანი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სწორედ ამ დასახლებას აფარებს თავს, ამჟამად ქალაქში 2 მილიონამდე მშვიდობიანი მოქალაქეა თავმოყრილი.

„სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანს შევხვდი და მე მას მადლობა გადავუხადე, რომ უკვე 5 თვეა, რაც ვაშინგტონი ამ ომში მხარს გვიჭერს. მას ვუთხარი, რომ რაფაჰიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია აუცილებელია და ამ საკითხზე ვმუშაობთ. ამავე დროს, მე ჩვენს ამერიკელ მეგობარს განვუმარტე, რომ რაფაჰის აღების გარეშე, „ჰამასის“ დამარცხება შეუძლებელია. ჩვენ ამ სამხედრო ოპერაციას მოკავშირეების დასტურის ან მის გარეშეც ჩავატარებთ”, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში 7 ოქტომბერს დაწყებული ომის შემდეგ უკვე მეექვსედ ჩავიდა. ვაშინგტონის დიპლომატიური ამოცანა ამ ეტაპზე რეგიონული ომის თავიდან აცილება და საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის დიპლომატიური კავშირის დამყარების ხელის შეწყობაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend