გაეროს გენერალური ასამბლეამ პირველად ისტორიაში მიიღო ხელოვნური ინტელექტის შესახებ რეზოლუცია, რითაც მხარი დაუჭირა საერთაშორისო ძალისხმევას, რომ ტექნოლოგიამ მოუტანოს მეტი სარგებელი ქვეყნებს, იყოს უსაფრთხო, სანდო და შეიქმნას ინსტიტუტები, რომლებიც დაარეგულირებს ხელოვნური ინტელექტისგან გამოწვეულ რისკებს.
რეზოლუცია, რომლის ინიციატორია ამერიკის შეერთებული შტატები 123 ქვეყანასთან შეთანხმებით, მათ შორის ჩინეთთან, მიიღეს კონსენსუსის გზით ხმაურისა და კენჭისყრის გარეშე, რაც ნიშნავს იმას, რომ რეზოლუციას მხარს უჭერს გაეროს წევრი ყველა 193 ქვეყანა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა რეზოლუციას ისტორიული უწოდა, რადგან ის აყალიბებს ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოდ გამოყენების წესებს. ჰარისის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების ინტერესებს და ვითარდებოდეს ისეთი გზით, სადაც დაცული იქნება თითოეული ადამიანი პოტენციური ზიანისგან.