აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ეგვიპტე დატოვა და ისრაელში გაემგზავრა. ბლინკენი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს და მისი სამხედრო კაბინეტის წარმომადგენლებს შეხვდება.
სახელმწიფო მდივნის ისრაელში ჩასვლა გაეროში შეერთებული შტატების მიერ უშიშროების საბჭოსთვის წარდგენილ რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრის დღეს ემთხვევა.
სწორედ ამ კენჭისყრაზე იქნება ღაზის კონფლიქტში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოწოდება.
ბლინკენის შეხვედრები ისრაელში სავარაუდოდ, დაძაბული იქნება, რადგან ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი რაფაჰში შეჭრას აპირებს.
ამავე ამბავზე:
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანის, ენტონი ბლინკენის მორიგი ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში. https://t.co/HhIitTUkwF
— Euronews Georgia (@EuronewsGeorgia) March 20, 2024