ვოლოდიმირ ზელენსკიმ პატივი მიაგო რუსული ინტერვენციის საწყის ეტაპზე კიევისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, სწორედ ირპინსა და ჰოსტომელში, ასევე მოშუნში მოპოვებულმა გამარჯვებამ გადაარჩინა კიევი რუსულ ოკუპაციას.
„სწორედ აქ, ამ მიდამოებში, ირპინში, მოშუნსა და ჰოსტომელში, ჩვენ მიერ მოპოვებულმა გამარჯვებებმა გადაარჩინა ჩვენი დედაქალაქი რუსულ ოკუპაციას. სწორედ ამ დროს გახდა ყველასთვის ცნობილი, თუ რას წარმოადგენს რუსეთი და ვინ არის უკრაინელი ერი”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
Moshchun is a place of great courage, a great feat of our people. Two years ago, Ukrainian warriors liberated this small village in the Kyiv region from Russian occupiers. Fierce battles raged here as the enemy attempted to break through into Kyiv. But our Ukrainians did not let… pic.twitter.com/haVKOEtrWK
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) March 21, 2024
რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ბოლო 24 საათში უკრაინის დედაქალაქზე სარაკეტო იერიშები მიიტანეს. ეს ბოლო 44 დღის განმავლობაში პირველად მოხდა.