მთავარიკუბიდანიაში ხელოვნური ინტელექტის სუპერკომპიუტერი იქმნება

დანიაში ხელოვნური ინტელექტის სუპერკომპიუტერი იქმნება

Novo Nordisk Foundation-ის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ AI-ის ცენტრი გამოიყენება „რევოლუციური სამეცნიერო აღმოჩენებისთვის“ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის არის წამლები, დაავადების დიაგნოსტირება და მკურნალობა.

ფონდში მიაჩნიათ, რომ ხელოვნურ ინტელექტი მეცნიერებს აძლევს საშუალებას უპრეცედენტოდ მაღალი ტემპით აწარმოონ კვლევები.

ამერიკული კომპანია NVIDIA ცნობილია გრაფიკული პროცესორების (GPUs) წარმოებით. ბოლო წლებში კი NVIDIA გახდა ხელოვნური ინტელექტისთვის აუცილებელი მოწყობილობების მთავარი მიმწოდებელი კომპანია.

NVIDIA აშშ-ის საფონდო ბირჟაზე ერთ-ერთი უმდიდრესი კომპანიაა, რომლის ღირებულება დაახლოებით 2 ტრილიონი დოლარია.

სუპერკომპიუტერი ეწოდება დიდი შესაძლებლობების გამომთვლელ მანქანას, რომელიც თანამედროვე ტექნიკურ პროგრესის შესაბამისადაა აღჭურვილი.

უმთავრესი დამახასიათებელი ნიშანია პროცესორების რაოდენობა და მყარი დისკების სიდიდე.

სუპერკომპიუტერის, რომელზეც ამჟამად მუშაობენ დანიური და ამერიკული კომპანიები, სახელია გეფიონი, სკანდინავიური მითოლოგიიდან სიმდიდრისა და კეთილდღეობის ქალღმერთის პატივსაცემად.

ტექნოლოგიის სარეკლამო ვიდეოში, მწარმოებლები ლაპარაკობენ უდიდესი მასშტაბით კომპიუტერზე, რომელსაც ასევე უწოდებენ ხელოვნური ინტელექტის ფაბრიკას, რისი დახმარებითაც ინოვატორები შეძლებენ შექმნან ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა მოდელი.

ხელოვნური ინტელექტის ინოვაციების ცენტრის სუპერკომპიუტერი დანიაში პირველ საპილოტო პროექტს გეგმის მიხედვით უკვე წლის ბოლოს წარადგენს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend