გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ოლაფ შოლცი რიგი ევროპული სახელმწიფოების მიერ უკრაინისათვის დამატებითი სამხედრო დახმარების გადაცემას მხარს უჭერს და მიესალმება. გერმანელი პოლიტიკოსის განცხადებით, დასავლეთი უკრაინას რუსული მხარის გაყინული აქტივებიდან 5 მილიარდს გადასცემს.
“ჩვენ მოვხსენით შეზღუდვები რუსული მხარის აქტივებიდან 5 მილიარდი ევროს გამოყენების თაობაზე. ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას შესაბამისი გრაფიკით მიეწოდოს საკმარისი ტყვია-წამალი და შეიარაღება. ჩვენ და საფრანგეთი ერთიანი პოლიტიკის გატარებას ვუჭერთ მხარს და მოსკოვს შესაბამისი გზავნილი მიეწოდება, რომ ჩვენ უკრაინას მხარს დავუჭერთ მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება”, – განაცხადა ოლაფ შოლცმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა.
ოლაფ შოლცმა ისაუბრა საფრანგეთისა და პოლონეთის ლიდერებთან გამართულ მოლაპარაკებებზეც და მისი თქმით ე.წ. ვაიმარის სამეული – პარიზი, ბერლინი და ვარშავა მზად არიან უკრაინას მხარდაჭერის მიზნით სამმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებით.
France, Allemagne, Pologne – Au cœur de l’Europe, le Triangle de Weimar est un signe essentiel de notre cohésion. Plus que jamais, notre unité est notre force. Les Ukrainiennes et les Ukrainiens peuvent compter sur nous. pic.twitter.com/mO1bOkryRS
— Bundeskanzler Olaf Scholz (@Bundeskanzler) March 15, 2024