მთავარისაქართველო“მინდა, ქართული ვიცოდე”

“მინდა, ქართული ვიცოდე”

„მე ვარ ელვირა გასანოვა, 18 წლის. სკოლა ბაქოში დავამთავრე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში “1+4” პროგრამით ჩავაბარე…“

ელვირა გასანოვაა ერთ-ერთია იმ სტუდენტებს შორის, რომლებიც ქართულს „1+4“ პროგრამის ფარგლებში სწავლობენ. ეს სახელმწიფო ენის, ანუ ქართულის ერთწლიანი შესწავლის კურსია. სტუდენტებისთვის ეს კურსი ფასიანია.

ელვირა ქართულ ენას გიულნარ მამედოვასთან სწავლობს. გიულნარმაც უნივერსიტეტში „1+4“ პროგრამით ჩააბარა და უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებამდე მხოლოდ ქართული ანბანი იცოდა.

„2019 წელს ქართულ ენას სახლიდან ვასწავლიდი. 2-3 თვის განმავლობაში 40-45 მოსწავლე მყავდა. ჩემთან სწავლა ალბათ იმიტომ მოეწონათ, რომ მე ეს რთული გზა უკვე გავლილი მქონდა. ამის შემდეგ მივხვდი, რომ ეს არის ჩემი სფერო, ჩემი გზა…“, – ამბობს გიულნარ მამედოვა.

სტუდენტებს, რომლებიც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები არიან, სასურველ უნივერსიტეტში სწავლა უნარების გამოცდის მშობლიურ ენაზე ჩაბარებით შეუძლიათ. ამისათვის კი მათ, საგანმანათლებლო პროგრამა „1+4“ ეხმარება.

„ვფიქრობ, რომ „1+4“  პროგრამის ფარგლებში ქართული ენის შესწავლის კურსი უფასო უნდა იყოს, რადგან ჩვენ სახელმწიფო ენას ვსწავლობთ“, – თქვა გიულნარ მამედოვამ.

როგორც „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელი, ქამრან მამედლი ამბობს, რამდენიმე წელია სტუდენტები ითხოვენ, რომ ქართული ენის შესწავლის კურსი უფასო გახდეს. ისინი თვლიან, რომ სახელმწიფო ვალდებულია  საქართველოს მოქალაქეებს ენა უსასყიდლოდ შეასწავლოს.

„უკვე რამდენიმე წელია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრები ითხოვენ მოსამზადებელი კურსი უფასო იყოს. უნდათ, რომ პირველი წელი, როდესაც სტუდენტები ემზადებიან მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაში, უფასო გახდეს. სახელმწიფოს პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით პრობლემურია, მათი წარმომადგენლების თქმით, უნივერსიტეტებში სახელმწიფო ენის კურსი უფასო ვერ იქნება“, – ამბობს ქამრან მამედლი.

ელვირასა და გიულნარის მსგავსად „1+4“ სახელმწიფო პროგრამით უმაღლეს სასწავლებელში ყოველწლიურად ასობით სტუდენტი ირიცხება. მათი უმრავლესობა თვლის, რომ სახელმწიფო ენის შესწავლაში საფასურს არ უნდა იხდიდნენ.

უნდათ, თანაბარუფლებიან გარემოში ცხოვრება და ეთნიკური ქართველების მსგავსად შეეძლოთ  ქართული ენის სწავლა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend