მთავარიაზიაღაზაღაზის უდიდეს საავადმყოფოში გრძელდება ისრაელელი სამხედროების რეიდი

ღაზის უდიდეს საავადმყოფოში გრძელდება ისრაელელი სამხედროების რეიდი

ისრაელელი სამხედროები აცხადებენ, რომ ღაზის უდიდეს საავადმყოფოში ჩატარებული რეიდის დროს მათ ათეულობით მებრძოლი დახოცეს.

სამხედროების თქმით,  დაკავებულია 300-ამდე ეჭვმიტანილი, „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერი კი, რომელიც საავადმყოფოს აფარებდა თავს, ლიკვიდირებულია.

მიმდინარე კვირას ისრაელმა „ჰამასი“ დაადანაშაულა, რომ იგი საავადმყოფოს სამხედრო ბაზად იყენებდა. სწორედ ამიტომ ჩაატარა ისრაელმა  რეიდი.

ისრაელმა პალესტინელთა დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელი ღაზის სექტორში არ შეუშვა.

AP

მიზეზი კი, როგორც საჯაროდ განმარტეს, გარკვეული დოკუმენტის არასწორად შევსება იყო. გაეროს პალესტინელთა დახმარების სააგენტოს კომისარი ფილიპე ლაზარინი ამბობს, რომ მის გარდა, დელეგაციის ყველა წევრს მიეცა ღაზის სექტორში შესვლის უფლება.

გასულ ღამეს ქალაქ რაფაჰზე მიტანილი იერიშის შედეგად 15 ადამიანი, სამი ბავშვი, სამი ქალი და ცხრა კაცი დაიღუპა.

გარდაცვლილთა ცხედრები იუსეფ ალ-ნაჯარის საავადმყოფოში გადაასვენეს.  ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ 31 819 პალესტინელი დაიღუპა, 73 934 კი დაიჭრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend