გაეროს მეტეოროლოგიური სააგენტო გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, გასული წელს რეკორდულად მაღალ მაჩვენებელზე იყო სათბური აირების გაფრქვევა, ასევე ხმელეთისა და წყლის ტემპერატურა.
ამავდროულად, განსაკუთრებით სწრაფად დნება მყინვარები და ზღვის ყინული. მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში ამბობენ, რომ 2024 წელიც რეკორდულად ცხელი იქნება.
The #StateOfClimate in 2023 gave new meaning to the phrase “off the charts” by marking the warmest year and decade on record. Check out the full report: https://t.co/5NVxGLLjL9 pic.twitter.com/3pQpCN2krT
— World Meteorological Organization (@WMO) March 19, 2024
სააგენტოში ამბობენ, რომ დათბობის მაჩვენებელმა ერთ ნახევარ გრადუსს არ უნდა გადააჭარბოს. თუმცა მეტეოროლოგიური სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2023 წლის მარტიდან 2024 წლის თებერვლამდე, დათბობის მაჩვენებელმა ამ ზღვარს 0,6 მეათედი გრადუსით უკვე გადააჭარბა.
მეტეოროლოგიური სააგენტოს კლიმატის მონიტორინგის ხელმძღვანელის განცხადებით, წყნარი ოკეანის ციკლური დათბობა, რომელიც გავლენას ახდენს გლობალურ ამინდზე, ჩვეულებრივზე უფრო ინტენსიურია.
2023 წელს ოკეანის ზედაპირის 90 პროცენტზე სითბურმა ტალღებმა გავლენა მოახდინა. მას შემდეგ, რაც 1950 წლიდან მყინვარებზე დაკვირვება მიმდინარეობს, გასულ წელს ყველაზე მეტი ყინული დადნა, ხოლო ანტარქტიდის ზღვის ყინული ახლა ყველაზე დაბალ დონეზეა.
თუმცა, მეტეოროლოგიურ სააგენტოში ამბობენ, რომ დადებითი ტენდენციებიც შეიმჩნევა, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის გამომუშავების კუთხით. ქარის, მზისა და წყლის ენერგიების მოპოვება 2022 წლიდან მოყოლებული თითქმის 50%-ითაა გაზრდილი.