გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ისრაელს მოუწოდებენ თავშეკავებისა და ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ვითარების გამოსწორებისთვის ხელის შეწყობისკენ. გაეროს ადგილობრივი წარმომადგენლების ინფორმაციით, ღაზის სექტორში მყოფი ადამიანები შიმშილობენ, სექტორში არ მოიპოვება არც საკმარისი რაოდენობით მედიკამენტები.
”ჩვენ წარმოუდგენლად შეწუხებულნი ვართ ღაზის სექტორში არსებული უმძიმესი ჰუმანიტარული მდგომარეობით. იქ შიმშილია. აუცილებელია დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტა და “ჰამასის” მიერ ტყვეთა გათავისუფლება”, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა.
⚠️⏳ “Any further delay [in addressing this humanitarian catastrophe] will cost even more lives and jeopardize any hope for #Gaza’s recovery and peace.”
Our colleague Olga Cherevko shares untold stories of suffering and resilience following a mission to support the response. ⬇️
— UN Humanitarian (@UNOCHA) March 19, 2024
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი კი ასევე მშვიდობის დაუყოვნებლივ დამყარებას მოითხოვს:“ვერაფერი გაამართლებს “ჰამასის” მიერ 7 ოქტომბერს ჩადენილ სიმხეცეს, ამავე დროს, ვერავინ გაამართლებს ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვას. აუცილებელია ჰუმანიტარული დახმარების სრულფასოვანი მიწოდება”.
ღაზის სექტორში ამჟამად ორ მილიონზე მეტი ადამიანი რჩება და მათი უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშაა.