მთავარიამერიკააშშენტონი ბლინკენი საუდის არაბეთს ეწვია

ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთს ეწვია

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი ენტონი ბლინკენი “ჰამასსა” და ისრაელს შორის დაწყებული ომის შემდეგ უკვე მეექვსედ ჩავიდა ახლო აღმოსავლეთში.

ამერიკელი დიპლომატი საუდის არაბეთს ეწვია. ამ ეტაპზე ვაშინგტონის დიპლომატიური მიზანია “ჰამასსა” და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა, მაგრამ ისრაელის ხელისუფლება შეჩერებაზე უარს აცხადებს “ჰამასის” ყველა ქვედანაყოფის განადგურებამდე.

ვაშინგტონში ცდილობენ, რომ ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის დიპლომატიური კავშირი დამყარდეს. სწორედ ამ გზით ფიქრობენ ამერიკის შეერთებულ შტატებში ისრაელ-“ჰამასის” ომის რეგიონულ ომად ქცევის თავიდან აცილებას.

ვაშინგტონში ამავე დროს აცხადებენ, რომ ისრაელის ხელისუფლების თანამონაწილეობის გარეშე ნებისმიერი სამშვიდობო პროცესი მარცხისთვის არის განწირული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend