მთავარისაქართველოყველა ინოვაციური სტარტაპი გადასახადებისგან გათავისუფლდება

ყველა ინოვაციური სტარტაპი გადასახადებისგან გათავისუფლდება

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ საქართველოში თავისი 10 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა. ღონისძიებაზე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზეც.

ახალი არის ის, რომ განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, ამის შესახებ კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიციირდება.

რაც შეეხება წინა წელს, IT კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესების შედეგად, საქართველოში შემოვიდა 120 საერთაშორისო IT კომპანია, რომელთაც 2023 წელს ხელფასის სახით მილიარდი ლარი გასცეს, შეიქმნა 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი. ხოლო იმისთვის, რომ საქართველო ეკონომიკურად კონკურენტუნარიანი იყოს და სამეცნიერო პოტენციალი მაქსიმალურად გამოიყენოს, განისაზღვრა ქვეყნის 3 ძირითადი ტექნოლოგიური მიმართულება, რომლებიც ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს.

პრიორიტეტია ხელოვნური ინტელექტის განვითარება, ამ მიმართულებით კი საქართველოში შეიქმნება სამეცნიერო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და სხვა მიმართულებებით. პრიორიტეტს წარმოადგენს ასევე ფაგები და აგროტექნოლოგიები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend