უკრაინაში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აფასებენ. უქმეებზე გამართულ არჩევნებში, რომელსაც წინ ოპოზიციის ფართომასშტაბიანი დარბევა და შევიწროება უძღოდა, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა და რუსეთის მმართველი კიდევ 6 წლით გახდა.
ვრცელდება ცნობები ხმის იძულებით მიცემის შემთხვევებთან დაკავშირებით 🔽https://t.co/peXhDf6NBx
— Euronews Georgia (@EuronewsGeorgia) March 15, 2024
უკრაინაში მიაჩნიათ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიანად არ ჩატარებულა, მათი აზრით, რუსეთში არსებულ პოლიტიკური სტაგნაცია და ავტორიტარული რეჟიმი კიდევ უფრო გაძლიერდება.
„რუსეთში გამართული არჩევნები სასაცილოა. მიჩვეულები არიან მეფის ყოლას და ემორჩილებიან ამას. ასეთია საზოგადოების ნაწილი. მეორე ნაწილს კი, რომელსაც აზროვნების უნარი გააჩნია, ხმის ამოღების ეშინია, რომ ციხეში არ მოხვდეს. ასე რომ, ეს არჩევნები არ არის. რუსი ხალხისა და მათი ამჟამინდელი მდგომარეობის გამო ვწუხვარ. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე გვბომბავენ, მე მათ მიმართ წყენა არ მაქვს. მათივე სისულელის გამო მეცოდებიან“, – ამბობს პენსიონერი ლიუდმილა ლოიკო.
რუსეთში გამართული არჩევნები დაგმეს დასავლელმა ლიდერებმაც.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ არჩევნების ჩატარება იმ უკრაინულ რაიონებში, რომლებსაც რუსეთი უკანონოდ მართავს, კატეგორიულად მიუღებელია.
These days, the Russian dictator imitates another "elections." Everyone in the world understands that this person, like many others throughout history, has become sick with power and will stop at nothing to rule forever.
There is no evil he would not do to maintain his personal… pic.twitter.com/zu1see37kl
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) March 17, 2024
ყველასთვის ნათელი იყო, რა შედეგით დასრულდებოდა არჩევნები, თუმცა რუსეთის მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა პროტესტი მაინც გამოთქვა და აქცია საარჩევნო უბნებთან გამართა. ისინი პუტინის რეპრესიებსა და უკრაინაში მიმდინარე ომს აპროტესტებდნენ.