ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ვაშინგტონი კიევს არ მიატოვებს. ლოიდ ოსტინმა ეს განცხადება ე.წ. რამშტაინის ფორმატის შეხვედრაზე გააკეთა. ღონისძიებაზე, რომელიც უკრაინისათვის დასავლეთის მიერ სამხედრო დახმარების კოორდინაციას უწევს.
„უკვე ორი წელია, რაც უკრაინა პუტინის რუსეთს უწევს წინააღმდეგობას. კრემლმა უკვე დიდი ფასი გადაიხადა აგრესიული საგარეო პოლიტიკის წარმოებისთვის, განადგურებულია 315 ათასი რუსი ჯარისკაცი და ოფიცერი. კრემლმა იმპერიული მიზნის მიღწევას 200 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი დახარჯა, საერთო ჯამში კი რუსულ ეკონომიკას ამ ომით ერთი ტრილიონი ამერიკული დოლარის მოცულობის ზიანი მიადგა. უკრაინამ რუსული სამხედრო ფლოტის 20 ხომალდი ჩაძირა. უკრაინული არმია ამჟამად ბევრი გამოწვევის წინაშეა, მაგრამ უკრაინა არასოდეს დაიხევს უკან. ჩვენ უკრაინას არ მივატოვებთ, თავისუფალი სამყარო უკრაინას არ მიატოვებს. უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევს საფრანგეთი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, დანიისა და შვედეთის სამეფოები“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
Great to be back at Ramstein for the 20th meeting of the Ukraine Defense Contact Group.
This Contact Group continues to move full speed ahead to get Ukraine 🇺🇦 the capabilities it needs.
Today, our message is clear: Ukraine won’t back down and neither will the United States. pic.twitter.com/uX3UilRHoc
— Secretary of Defense Lloyd J. Austin III (@SecDef) March 19, 2024
პენტაგონმა უკრაინას 300 მილიონი დოლარის მოცულობის დახმარება გადასცა. 61 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარების გადაცემის საკითხი კი წარმომადგენელთა პალატაში აშშ-ის “რესპუბლიკური პარტიის” უმრავლესობის შედეგად დაბლოკილია.