მთავარიევროპასომხეთისომხეთის პრემიერი ნატოს მხარდაჭერას სთხოვს აზერბაიჯანთან მშვიდობის დამყარებაში

სომხეთის პრემიერი ნატოს მხარდაჭერას სთხოვს აზერბაიჯანთან მშვიდობის დამყარებაში

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესზე ისაუბრა ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურ მდივანთან, რომელიც ერევანში საქართველოდან ჩავიდა.

ეს სტოლტენბერგისთვის, როგორც ნატოს გენერალური მდივნისთვის პირველი ვიზიტია სომხეთში.

ფაშინიამა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო საზოგადოება და მათ შორის ნატოც ხელს შეუწყობს მხარეებს შორის გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევას.

“საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერას ველით. ველით ნატოს მხარდაჭერას რათა ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დამყარდეს, მშვიდობა საერთო ღირებულებებითა და ურთიერთპატივისცემით. ნატოს გენერალურ მდივანთან საუბრისას განვიხილეთ სამხედრო რეფორმები. ხაზს ვუსვამ, რომ ეს არცერთი სახელმწიფოს წინააღმდეგ არ არის მიმართული”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესზე ისაუბრა ნატოს გენერალურმა მდივანმაც. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს.

“სომხეთსა და აზერბაიჯანს აქვთ შანსი, რომ ათწლეულების განმავლობაში პირველად ორ სახელმწიფოს მშვიდობა დამყარდეს. ნატო მხარს უჭერს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობიან საგარეო პოლიტიკას”, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი სომხეთში მიმდინარეობს იმ ფონზე, როცა ერევანი მაქსიმალურად ცდილობს, თავი შორს დაიჭიროს მოსკოვისგან. სომხეთის წევრობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში. ეს ორგანიზაცია თავის დროზე მოსკოვმა სწორედ ნატოს საპირწონედ შექმნა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend