მთავარიაზიაისრაელირაფაჰის სამხედრო ოპერაციის გეგმების განსახილველად ვაშინგტონში ისრაელის წარმომადგენლები ჩავლენ

რაფაჰის სამხედრო ოპერაციის გეგმების განსახილველად ვაშინგტონში ისრაელის წარმომადგენლები ჩავლენ

ჯეიკ სალივანმა, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, განაცხადა, რომ  ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დასთანხმდა, ხელისუფლების წარმომადგენლები გაგზავნოს ვაშინგტონში და ბაიდენის ადმინისტრაციასთან ერთად განიხილონ  რაფაჰის სამხედრო ოპერაციის გეგმები.

სალივანის თქმით, მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში გაიმართება. შეხვედრაში შესაძლოა, მონაწილეობა მიიღონ სამხედრო, დაზვერვისა და ჰუმანიტარული საკითხების ექსპერტებმაც.

მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბარი.

თეთრი სახლი სკეპტიკურად უყურებს ნეთანიაჰუს გეგმას ქალაქ რაფაჰში, სადაც დაახლოებით მილიონ 500 ათასი დევნილი პალესტინელი აფარებს თავს. ნეთანიაჰუს სურს ,,ჰამასის“ სრულად განადგურება.

ისრაელის პრეზიდენტის თქმით, დღეს კითხვების დასმა რაფაჰთან დაკავშირებით იგივეა, რაც, ,,ჰამასის“ დამარცხების შესახებ დაინტერესება. ისრაელის პრემიერის თქმით, ,,ჰამასს“ არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რაფაჰში ან სხვაგან ჰქონდეს უსაფრთხო თავშესაფარი. შესაბამისად, იგი მასშტაბურ სახმელეთო ოპერაციას შეცდომად არ თვლის.

ვაშინგტონში კი რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები გმობენ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადაწყვეტილებებს ღაზაში ომის მართვასთან დაკავშირებით, მათ შეშფოთება გამოხატეს ნეთანიაჰუს მიერ გატარებული პოლიტიკის გამო და ის დემოკრატიული პრინციპების დარღვევაში დაადანაშაულეს.

ამავდროულად, ღაზაში მცხოვრები პალესტინელები შიმშილის ზღვარზე არიან. 677,000 ადამიანი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე მყოფი დევნილები გადარჩენისთვის იბრძვიან. ყოველდღიურად მინიმუმ ორი ზრდასრული ან ოთხი ბავშვი იღუპება შიმშილისგან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend