მთავარისაქართველო“ქართული ოცნების” საპარლამენტო გუნდმა პრეზიდენტის მორიგი ვეტო დაძლია

“ქართული ოცნების” საპარლამენტო გუნდმა პრეზიდენტის მორიგი ვეტო დაძლია

საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის მორიგი ვეტო დაძლია, ამჯერად, საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე. საკანონმდებლო ორგანოში, პლენარულ სხდომაზე, კენჭი უყარეს ვეტოდადებულ კანონპროექტს, რომელსაც 61-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მანამდე ეყარა კენჭი პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანონპროექტს, რომელიც მმართველმა პარტიამ ჩააგდო. ამ ცვლილებით უქმდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა, რომელიც ოპოზიციის მიერ იყო ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დანიშნული.

ეს ცვლილება ასევე ითვალისწინებს ცესკოს დაკომპლექტების წესის ცვლილებასაც, მათ შორის, თავმჯდომარის არჩევის წესის.

პარლამენტის თავმჯდომარეს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატების შესარჩევად კონკურსის გამოცხადებისთვის ვადა 2024 წლის 1-ელ მაისამდე აქვს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend