მთავარიევროპაუკრაინაუკრაინაში სასწავლო დაწესებულებებში პედაგოგებთან ერთად ფსიქოლოგებსაც უწევთ მუშაობა

უკრაინაში სასწავლო დაწესებულებებში პედაგოგებთან ერთად ფსიქოლოგებსაც უწევთ მუშაობა

ორი წლის განმავლობაში უკრაინაში მიმდინარე  ომმა თავისი კვალი დატოვა.  რაც უფრო შორს მივდივართ, ვხედავთ, რომ  იქ, სადაც ოდესღაც რუსული ტანკების კოლონა იდგა, ხელახლა აშენებული ინფრასტრუქტურის მიუხედავად, სახლები და სოფლები მაინც განადგურებულია.

აქ მოსახლეობის უმეტეს ნაწილს, განსაკუთრებით კი სკოლის მოსწავლეებს  სასტიკ რეალობასთან უწევთ გამკლავება. ტერიტორიის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ნაღმებითაა სავსე. სკოლის მოსწავლეებს ჯერ კიდევ უჭირთ იმის დავიწყება, რაც საკუთარი თვალით ნახეს და გადაიტანეს.

იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც ომმა ტრავმა მიაყენა, სწავლა შესაძლოა რთული პროცესი იყოს.

„ახლა ჩვენ უფრო მეტად ვაქცევთ ყურადღებას ინდივიდუალურ მიდგომას. იმიტომ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ბავშვები, როგორც ჩვენ, უფროსები, ავლენენ მრავალფეროვან ემოციებს; ჯერ შეიძლება გაუძლონ, მაგრამ საბოლოოდ დეპრესიამდე მივდივართ. ბავშვები განსხვავებულად რეაგირებენ. აქ რეალური სირთულე არის უსაფრთხო და ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა“, – ამბობს უკრაინაში ისტორიის მასწავლებელი სვიტლანა ვასულივნამ.

იმ ადგილებში, სადაც დაბომბვა შეწყდა, ახალ ცხოვრებასთან შეგუება რთულია, ხშირ შემთხვევაში შეუძლებელიც. აქ მუდამ გრძნობენ იმას, რომ ომი გრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend