მთავარიკუბისტალინის განდიდება TikTok-ზე

სტალინის განდიდება TikTok-ზე

მას შემდეგ რაც საქართველოს სამების საკათედრო ტაძარში შენიშნეს, რომ მატრონა მოსკოველის და ხატზე იყო სტალინთან შეხვედრის ეპიზოდი, სადაც საბჭოთა დიქტატორის მიმართ ყურადღება კიდევ ერთხელ გაიზარდა.

ინციდენტმა საბაბი მისცა დეზინფორმატორებს, რომ გაევრცელებინათ მითები იმის შესახებ, რომ იოსებ სტალინი ფარულად მორწმუნე იყო.

შეხვედრის ამბავი დღემდე ლეგენდად არის ქცეული და არ არსებობს მტკიცებულება, რომ ეს ოდესმე მოხდა. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქომაც გააკეთა განცხადება და მოითხოვა, შეცვლილიყო ხატის ეს ფრაგმენტი.

ვიდეოპლატფორმატიკტოკზე” პოპულარულია ჰეშთეგი სტალინი.

ატლანტიკური საბჭოს კვლევითი ლაბორატორიის ცნობით, ამ ჰეშთეგით ყველაზე პოპულარულ ვიდეოს დაახლოებით 11, 6 მილიონი ნახვა ჰქონდა 2024 წლის იანვრის მონაცემებით. მას მოჰყვება კიდევ ერთი პოპულარული ჰეშთეგი სტალინი გვირგვინსა და საქართველოს დროშის ემოჯით, რასაც დაახლოებით 4 მილიონი ნახვა აქვს და კიდევ ერთი ჰეშთეგი #იოსებსტლაინი, რასაც 800 000-მდე ნახვა აქვს.

ლაბორატორიის მიერ შეგროვებული ვიდეოები ძირითადად მოიცავს სტალინის საარქივო ფოტოების კომპილაციას ან ისტორიულ კადრებს, რომლებსაც მოჰყვება გმირული მუსიკა, რათა შეიქმნას შთაბეჭდილება ძლიერი პოზიტიური ლიდერის.

ასევე არის ვიდეოები, რომლებიც საგანმანათლებლო ხასიათისაა და შეიცავს სტალინის შესახებ ფაქტებს. ამას მოჰყვება ვიდეოები, რომელიც ავრცელებს მითებს იმის შესახებ, რომ სტალინი იყო რელიგიური ადამიანი, მაშინ როდესაც საბჭოთა კავშირი რეალურად იყო ათეისტური სახელმწიფო და სსრკ-ს მიერ ჩატარებული ანტირელიგიური პროპაგანდა სათანადოდ არის დოკუმენტირებული ისტორიაში, ისევე როგორც სტალინის რეპრესიები ათასობით სასულიერო პირის მიმართ.

ასევე მითი სტალინის განათლების შესახებ. ამის გასამყარებლად იყენებენ მითს, რომ სტალინს აქვს წაკითხული 20 ათასამდე წიგნი, რომელიც თავის ბიბლიოთეკაში იყო, თუმცა თვითონ რუსეთის საარქივო სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, სტალინის ბიბლიოთეკაში 391 წიგნი იყო და არ არსებობს დამადასტურებელი ფაქტი იმის შესახებ თუ რამდენი წიგნი ჰქონდა წაკითხული სტალინს.

მაშინ, როდესაც „ტიტკოკი“ პოპულარული ხდება საქართველოში, უმეტეს წილად ახალგაზრდებში, პროკრემლისტური და ანტიდასავლური ძალები ცდილობენ პოპულარობა მოიპოვონ „ტიკტოკზე”.

სტალინის რომანტიზება ხელს უწყობს მისი კულტის განდიდებას, რაც ასევე არის რუსეთის და პრორუსული ძალების პროპაგანდის ნაწილი საქართველოს წინააღმდეგ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend