მთავარისპორტისაქართველოში პადელის პირველი შეჯიბრი დასრულდა

საქართველოში პადელის პირველი შეჯიბრი დასრულდა

საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით პადელის პირველი შეჯიბრი ჩატარდა. გათამაშებაში 80-ამდე სპორტსმენი მონაწილეობდა. გამარჯვებულები როგორც კაცთა, ასევე ქალთა თანრიგში გამოვლინდნენ.

ფედერაციის მთავარი მიზანი საქართველოში არსებული პადელკლუბების განვითარება და მათ ირგვლივ არსებული კომუნების გაძლიერებაა. 2023 წელს პადელის ფედერაციამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა მწვრთნელებისა და მსაჯებისათვის საგანმანათლებლო ტრენინგების ორგანიზების თვალსაზრისით. შედეგად ფედერაციამ გადაამზადა 4 სერტიფიცირებული მწვრთნელი და 4 სერტიფიცირებული მსაჯი, რაც საქართველოში პადელის შეჯიბრების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად ჩატარებას უზრუნველყოფს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend