მთავარიევროპარუსეთირუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა

რამდენიმედღიანი საპრეზიდენტო არჩევნების დასარულების შემდეგ, კვირას, გვიან ღამით, რუსეთში  საარჩევნო უბნები დაიხურა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა წინასწარი შედეგები, რომლის მიხედვით, ვლადიმერ პუტინმა ხმათა 87–88  პროცენტი მიიღო.

მხარდამჭერებისადმი მიმართვის დროს ვლადიმერ პუტინმა მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს მის მიმართ გამოხატული ნდობის გამო. მან ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი ალექსეი ნავალნიც გაიხსენა და დაადასტურა, რომ იგი მის და დასავლეთის ქვეყნებში პატიმრობაში მყოფი რამდენიმე პირის გაცვლას გეგმავდა.

მხოლოდ ერთი პირობა არსებობდა, ნავალნის გაცვლიდნენ იმ შემთხვევაში,  თუ აღარასდროს დაბრუნდებოდა რუსეთში. თუმცა, მისი თქმით, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა და ამას ვეღარაფერს უშველიან.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი მონაცემები დიდად აღარ შეიცვლება. უკვე გამოვლინდა რეკორდული მაჩვენებელი: ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა და პუტინის მაღალი რეიტინგი.

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ნავალნიმ გამოთქვა ე.წ. იდეა „შუადღე პუტინის წინააღმდეგ“, რომელიც კვირას საარჩევნო უბნებთან ამომრჩევლების შეკრებასა და, პუტინის გარდა, ნებისმიერი კანდიდატისთვის ხმის მიცემას ითვალისწინებდა.

შვეიცარიაში მცხოვრები რუსები. ჟენევა 17 მარტი 2024 წელი – AP

ათასობით მოქალაქემ გაიზიარა ეს იდეა. ისინი შუადღეს როგორც რუსეთის ქალაქებში, ისე საზღვრებს გარეთ საკონსულოებთან შეიკრიბნენ.

მოსკოვში პატივი მიაგეს ალექსეი ნავალნის ხსოვნას. მოქალაქეებმა მის საფლავზე ყვავილები, სანთლები და საარჩევნო ბიულეტენებიც კი მიიტანეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend