მთავარისაქართველო"ქართული ოცნება” კანონპროექტს "ლგბტ პროპაგანდის" შესახებ პარლამენტს წარუდგენს

“ქართული ოცნება” კანონპროექტს “ლგბტ პროპაგანდის” შესახებ პარლამენტს წარუდგენს

მამუკა მდინარაძის განცხადებით, კანონპროექტს “ლგბტ პროპაგანდის” წინააღმდეგ მომავალ კვირას წარადგენენ. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ ოპონენტები ჯერ კიდევ დაურეგისტრირებელი კანონპროექტის წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადებიან.

მდინარაძემ ახსენა ტრენინგებიც, რომელსაც მისივე ინფორმაციით, „თბილისი პრაიდი“ გაეროს განვითარების ფონდის დაფინანსებით აორგანიზებს. მან გაეროს განვითარების ფონდსა და სხვა დონორებს მოუწოდა, გაარკვიონ, რას აფინანსებენ რეალურად.

„როგორც იცით, ამით ჩვენი ოპონენტები დაინტერესდნენ და ჯერ კიდევ დაურეგისტრირებელი კანონის წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადებიან. მათ ჩაუტარდათ ტრენინგები. ტრენინგები “პრაიდის” ორგანიზებითა და გაეროს განვითარების ფონდის დაფინანსებით გაიმართა, რაზეც “პრაიდის” წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ სემინარი რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ტარდებოდა, ხოლო გაეროს განვითარების ფონდმა თქვა, რომ მათ დააფინანსეს ტრენინგები, რომლებიც უმცირესობების უფლებებს ეხებოდა. სინამდვილეში სასაუბრო თემა ფსევდოლიბერალური პროპაგანდის დაცვა იყო და ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებმა თავიდანვე გაავრცელეს. მოვუწოდებთ როგორც გაეროს განვითარების ფონდს, ასევე სხვა დონორ ორგანიზაციებს, კარგად გაერკვნენ, რეალურად რას აფინანსებენ. ეს იმისთვის, რომ უმცირესობების უფლებები ლგბტ პროპაგანდის მავნე შედეგებში არ ავურიოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend