მთავარიმსოფლიოევროპაესპანეთსა და პოლონეთში ფერმერები პროტესტს მართავენ

ესპანეთსა და პოლონეთში ფერმერები პროტესტს მართავენ

კვირას ასეულობით ფერმერი ტრაქტორებით მადრიდში დაბრუნდა, რათა თავიანთი მოთხოვნები წარედგინათ. ფერმერებს ორი ძირითადი საკითხი აწუხებთ, ეს არის ზედმეტი ბიუროკრატია და ექსტრემალური ეკოზომები.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ მათ მომხმარებლებიც შეუერთდნენ, რადგან, როგორც ამბობენ, მათსავე ინტერესებშია, რომ მაღაზიებში იდოს ხელმისაწვდომი ფასის ხარისხიანი პროდუქტი.

ამ აქციით ფერმერებს სურთ, მთავრობას საზოგადოების ერთიანობა აჩვენონ. მათი განცხადებით, საბოლოო ჯამში ყველაფერი, რასაც ისინი მოითხოვენ, სამომხმარებლო კალათაზე აისახება.

პოლონელმა ფერმერებმაც, რომლებიც იაფ იმპორტსა და ე.წ. მწვანე რეგულაციებს ეწინააღმდეგებიან,  კვირას გერმანიასთან საზღვრის ბლოკირება დაიწყეს. ისინი იქ ოთხი დღის განმავლობაში დარჩენას გეგმავენ.

აქციის მონაწილეებმა სრულად გადაკეტეს ვარშავისა და ბერლინის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალი, სადაც ყოველდღიურად საშუალოდ 17 000 სატვირთო გადის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend