მთავარიევროპასაფრანგეთისაფრანგეთში ბორდოს ანიმაციური ფილმების ფესტივალი მიმდინარეობს

საფრანგეთში ბორდოს ანიმაციური ფილმების ფესტივალი მიმდინარეობს

საფრანგეთის ქალაქ ბორდოში ანიმაციური ფილმების  ყოველწლიური ფესტივალი იმართება, რომელსაც, როგორც წესი, 35 ქვეყნიდან ჩამოსული პროდიუსერები, რეჟისორები, ანიმატორები, მხატვრები და დისტრიბუტორები ესწრებიან.

ფესტივალზე, რომელიც სამი დღე გრძელდება, ინდუსტრიის წარმომადგენლებს საშუალება ეძლევათ, ერთმანეთს მიმდინარე პროექტები გააცნონ და სამომავლო თანამშრომლობაც დაგეგმონ. ფესტივალის მთავარი სლოგანია – „ძალა ერთობაშია!“

ფესტივალის ფარგლებში პროდიუსერებს შესაძლებლობა აქვთ, თავიანთი პროექტები პოტენციურ სპონსორებს წარუდგინონ. წლევანდელ ფესტივალზე 16 ევროპული ქვეყნიდან 55 პროექტია წარმოდგენილი. ანიმაციური ფილმებით მხოლოდ ახალგაზრდა აუდიტორია არ ინტერესდება და როგორც ორგანიზატორები ამბობენ, მულტიპლიკაციური ფილმების ბაზარი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„უფროსებისთვის ანიმაციით ამბის თხრობა უფრო საინტერესო ხდება. ვერ ვიტყვი, რომ ეს გზა უფრო იოლია, თუმცა ანიმაციური დოკუმენტური თუ მხატვრული ფილმებით ამბის გადმოცემა უფრო ლოგიკურადაა შესაძლებელი.  ასევე ვხედავთ სხვადასხვა სტილის შერევის ტენდენციას. ანიმაციური ფილმების მიმართულება ნამდვილად ახალი ჟანრია“, – ამბობს ფესტივალის გენერალური დირექტორი ანიკ მაესი.

ბორდოს ანიმაციური ფილმების ფესტივალზე ყოველწლიური პრიზი ერთობლივი წარმოების განვითარებისთვის მოიპოვა ფილმმა „პესტამ“, რომელიც ნორვეგიის, გერმანიისა და საფრანგეთის თანამშრომლობის პროდუქტია.

ქალთა გუნდის მიერ შექმნილი ეს ფილმი ტრაგიკული სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს. ფილმში კეთილშობილ და პატიოსან ასტრიდსა და დამნაშავე ეილევს ერთმანეთი უყვარდებათ.

1999 წლიდან  ფესტივალი 467 ფილმს დაეხმარა დაფინანსების მოძიებაში, რაც საერთო ჯამში 3 მილიარდ ევროს შეადგენს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend