მთავარიგადაცემებინამდვილი ეკონომიკაროგორ ახერხებენ უკრაინელი დედები შვილებზე ზრუნვას მასპინძელ ქვეყნებში?

როგორ ახერხებენ უკრაინელი დედები შვილებზე ზრუნვას მასპინძელ ქვეყნებში?

პოლონეთში მოქმედი ბავშვთა ზრუნვის ცენტრები უკრაინელ ლტოლვილ დედებს დასაქმების საშუალებას აძლევს

პოლონეთში ბავშვთა მოვლის ცენტრები იგივე „სპინკასი დიდ სამსახურს უწევს უკრაინელ ლტოლვილ ქალებს, რომლებიც საკუთრი ქვეყნიდან შვილებთან ერთად გაიქცნენ. ამ ცენტრების წყალობით, დედებს შეუძლიათ, შეისწავლონ ადგილობრივი ენა და დასაქმდნენ.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის შემდეგ მილიონობით უკრაინელი ქალი და ბავშვი ისევ უცხო ქვეყნებს აფარებს თავს. საინტერესოა, როგორ ეგუებიან ისინი მასპინძელ ქვეყნებს და რამდენად იღებენ აუცილებელ დახმარებას?

ბავშვის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ დატოვება აუცილებელია უკრაინელი ლტოლვილი ქალებისთვის, რათა მათ მასპინძელ ქვეყანაში თავის დამკვიდრება მოახერხონ. „ევრონიუსის“ რეპორტიორი ფანი გორე პოლონეთში ჩავიდა, რათა საკუთარი ყურით მოესმინა იმ ქალების მონათხრობი, რომლებიც ბავშვთა მოვლის ცენტრებით სარგებლობენ.

ახლი ენის სწავლა, სამუშაოს პოვნა და საკუთარი კვალიფიკაციის აღიარება – ეს მხოლოდ ნაწილია იმ პრობლემებისა, რომელთა გადალახვაც უწევთ უკრაინელ ლტოლვილებს უცხო ქვეყნებში, რათა  ცხოვრება როგორმე თავიდან დაიწყონ.

მაინც როგორია დღეს ლტოლვილთა ოჯახების მდგომარეობა ევროპაში? მოდით, სტატისტიკას გადავხედოთ.

ამჟამად  ევროკავშირს თავს    4 მილიონ 200 ათასი უკრაინელი აფარებს, მათი უმეტესობა – 47 %  – ქალია, 34% კი –  ბავშვი.

რუსეთის სამხედრო აგრესიას გამოქცეული ადამიანების ყველაზე დიდი რაოდენობა გერმანიასა და პოლონეთშია, თუმცა ერთ სულ მოსახლეზე გათვლით, ყველაზე დიდი მაჩვენებელი ჩეხეთის რესპუბლიკაზე მოდის: ამ ქვეყანამ, რომლის მოსახლეობაც 10 მილიონია  400 ათასი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო.

ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ 10 ევროპელიდან 8 მხარს უჭერს ევროკავშირის ფარგლებში უკრაინელების დროებითი დაცვის პოლიტიკას. ამ პოლიტიკის ფარგლებში, რომლის ვადაც 2025 წლის მარტამდე გაიზარდა, უკრაინელები იღებენ ცხოვრების უფლებას, წვდომას საცხოვრებელ ადგილსა და შრომის ბაზარზე, სამედიცინო და სოციალურ მომსახურებას, ასევე განათლებისა და გადამზადების უფლებას – დაახლოებით 680 ათასი უკრაინელი ბავშვი სწავლობს ამჟამად ევროკავშირის სკოლებში.

უკრაინელი ქალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია  ბავშვებზე ზრუნვის ხარისხიანი სოციალური მომსახურების მიღება,  რათა მათ მასპინძელ ქვეყნებში ინტეგრაცია შეძლონ, როგორც დასაქმების, ისე სოციალური ურთიერთობების დამყარების კუთხით.

ამჟამად ვარშავაში, ყოველდღიური მზრუნველობის  37 ცენტრია, რომლებსაც Comenius Foundation-ი მართავს.  2022 წლის გაზაფხულის შემდეგ სწორედ ეს ფონდი ეხმარება უკრაინულ ოჯახებს, რომლებმაც პოლონეთს შეაფარეს თავი.

ეს ფონდი ბავშვის დღის განმავლობაში მოვლის არაფორმალურ ცენტრებს ამუშავებს, როგორიც არის, მაგალითად ცენტრი  სახელწოდებით „სპინკასი“. მისი მიზანია, დაეხმაროს ისეთ ოჯახებს, რომლებსაც 5 წლამდე ასაკის ბავშვები ჰყავთ.

მარია მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად  6 თვის წინ მაშინ ჩამოვიდა,  როცა სახლი დაუნგრიეს. მათთან ერთად მისი უმცროსი ვაჟი დომინიკიც არის.

მარია ოდინეცი:

„როდესაც აქ ჩამოვედით, ჩემი შვილი თითქმის არ ლაპარაკობდა, პირველ რიგში, სტრესის გამო. ახლა ვატყობ, რომ ჩემი უმცროსი შვილი შეიცვალა, რადგან ლაპარაკი დაიწყო, სხვა ბავშვებსაც ეკონტაქტება. აქ მთელი დღე დარბის, მეგობრებიც გაიჩინა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბედნიერია“.

მარია ბავშვთა ფსიქოლოგია და სურს საჯარო დაფინანსების მიღება იმისთვის, რომ მისი დიპლომი აღიარონ – ამ პროცედურასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვა მას არ შეუძლია. სანამ ამას მოახერხებს, დღის მოვლის ცენტრი ეხმარება თავისუფალი დრო გამონახოს.

„ეს ცენტრი ნამდვილად მეხმარება, რადგან 9-იდან 3-ამდე თავისუფალი ვარ და ამ ინტერვალში შემიძლია პოლონური ვისწავლო ან სამუშაო ვეძებო, მივხედო ჩემს უფრო შვილებს და სკოლიდან გამოვიყვანო“, – ამბობს მარია.

ცოტაოდენი თავისუფალი დრო, საგანმანათლებლო სივრცე და ფსიქოლოგიური თანადგომა – აი, ამას სთავაზობს ცენტრი „სპინკასი“ ქალებს. მონიკა ვოზნიაკი, Comenius Foundation დირექტორი თვლის, რომ ასეთი ტიპის თანადგომა აუცილებელია.

მონიკა ვოზნიაკი:

„ჩვენთან მოსული ბავშვების უმეტესობა ტრავმირებულია, ამიტომ ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ ისეთ ბავშვებს, რომლებსაც ჩვეულებრივ ბაგა-ბაღებში გაუჭირდებათ ან სულაც ვერ გაუმკლავდებიან სტრესს“.

მონიკას იმედი აქვს, რომ მეტ ასეთ ცენტრს გახსნის და დაარეგისტრირებს განათლების სისტემაში.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დავიწყებთ ევროკავშირის დაფინანსების პროგრამებს, რომლებიც დაეხმარებიან უკრაინელ ბავშვებსა და მათ მშობლებს, ჩაერთონ პოლონეთის დაწყებითი განათლების სისტემაში. ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ ბავშვებზე, რომლებიც კარგი საფუძვლის მიცემის შემთხვევაში შეძლებენ ნორმალური ცხოვრების დაწყებას,“ -ამბობს მონიკა ვოზნიაკი.

სპინკასის“ ცენტრების დაფინანსებას  ძირითადად ისევ UNICEF-ი, პოლონეთის მთავრობა და ევროპული ფონდები  გააგრძელებენ. იქ დასაქმებული განათლების მუშაკები გადამზადებული უკრაინელი ლტოლვილები არიან. ერთ-ერთი მათგანია იულიანა. იგი ორი წლის წინ ჩამოვიდა თავის ორ ვაჟთან ერთად და ახლა ბინას ვარშავის გარეუბანში სასტუმროში ქირაობს. იგი დეკორატორად მუშაობდა და ახლა ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწია.

იულიანა რუდენკო:

„მხოლოდ ძალიან ადრე  – დილის 5 საათის ცვლაში მთავაზობდნენ მუშაობას ან ღამის 10 საათამდე მიწევდა დარჩენა, ბავშვებს ვერაფერს მოვუხერხებდი, ამიტომ რეალურად ვერ ვმუშაობდი“.

დღეს იულიანა განათლების მუშაკია და ფიქრობს, რომ სხვისთვის სარგებლის მოტანა შეუძლია. ეს კი ეხმარება, რომ თანდათან ისევ ფეხზე დადგეს.

„ეს საქმე რომ არ გამოჩენილიყო, არც კი ვიცი, რა  თქვა… თავიდან ალბათ დამლაგებლობა მომიწევდა, სანამ რამე სხვას ვიშოვიდი. მაგრამ „სპინკა“ Spynka ნამდვილად დამეხმარა ადაპტაციაში. ამიტომ გადავწყვიტე, აქ, პოლონეთში, დავრჩენილიყავი, რადგან ჩემი უფროსი შვილი ახლა სკოლაში დადის, პირველ კლასშია. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ შემიძლია ვიმუშაო,“ – ამბობს იულიანა.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ინფორმაციით, უკრაინელი ლტოლვილების 65-მა პროცენტმა იპოვა სამსახური  ქვეყანაში.

საკითხავია, კონფლიქტის დაწყების დროს გაწეული დახმარების გარდა, კიდევ რა ზომები გატარდა ქალებისა და მათი მცირეწლოვანი შვილების დასახმარებლად?  ამის გასარკვევად ევრონიუსი ესტუმრა ოჯახის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

ევა ფლაშინსკა, ოჯახის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ბაზრის განყოფილების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ე.წ. ბაგა-ბაღების რიცხვი ძალიან გაიზარდა. „პოლონეთში ასევე მოვამზადეთ და მივიღეთ კანონი იმის შესახებ, რომ, მაგალითად, ერთ უკრაინელ დედას შეუძლია განსაზღვრულ დღეებში რამდენიმე ბავშვს მოუაროს, რათა სხვა დედებმა ამ დროს სამსახურში სიარული შეძლონ.  პოლონელი ქალების თითქმის 70% სახლიდან გასულია და, როგორც სტატისტიკა გვაჩვენებს, ის უკრაინელი ქალები, რომლებიც ჩვენთან მოვიდნენ, ასევე აქტიურად არიან წარმოდგენილი დასაქმების ბაზარზე,“

ევა ფლაშინსკა ამბობს, რომ პოლონეთი  ძველებურად მზად არის უკრაინელების დასახმარებლად.

„ახლა ვამზადებთ სისტემურ, ყოვლისმომცველ კანონს, რომელიც დაარეგულირებს პოლონეთში ჩამოსული უკრაინელი ხალხის შრომის, ცხოვრებისა და ზოგადად სიცოცხლისთვის აუცილებელ სხვა ასპექტებს.

გარდა ამისა, ვგეგმავთ გავზარდოთ ბავშვის მოვლისთვის განსაზღვრული ადგილების რაოდენობა. ამისთვის თანხები გამოიყოფა როგორც „ეროვნული აღდგენის გეგმის“, ისე European Fund Plus-ის ფარგლებში,“ – განმარტავს იგი. „შეიქმნა სოციალური ინტეგრაციის დეპარტამენტი, რომლის ფარგლებშიც აქცენტს გავაკეთებთ არა მხოლოდ პროფესიულ ინტეგრაციაზე, არამედ, ფართო გაგებით, სოციალურ ინტეგრაციაზე“.

ევროპის სოციალურმა ფონდმა European Fund Plus-მა 8 მილიარდი 900 მილიონი ევრო გამოყო ბავშვთა სიღარიბის დასაძლევად.  ამ თანხიდან შესაძლებელია ოფიციალურად დაფინანსდეს ცენტრი „სპინკასი“ და გაფართოვდეს პოლონეთში ბაგა-ბაღების პოტენციალი.

ეს ოჯახები  უკრაინაში დაბრუნდებიან თუ დარჩებიან მასპინძელ ქვეყნებში, სამსახურის ძებნის სერვისი მაინც მათი სტაბილურობის განმსაზღვრელი აუცილებელი პირობა იქნება.

ავტორი: ფანი გორე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend