მთავარიამერიკააშშკოლორადოს შტატში ძლიერი თოვისა და ქარბუქის გამო, გზებზე ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდულია

კოლორადოს შტატში ძლიერი თოვისა და ქარბუქის გამო, გზებზე ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდულია

ძლიერი თოვლის გამო კოლორადოს შტატში გაუქმდა ფრენები და დაიხურა მთავარი გზატკეცილი, რომელიც დენვერს კოლორადოს სათხილამურო კურორტთან აკავშირებს.

შტატს ქარიშხალიც დაატყდა თავს. მაღალმთიან ნაწილში თოვლის სიმაღლე 1 მეტრია, დენვერში კი – დაახლოებით 20 სანტიმეტრი. კოლორადოს შტატში 75,000-ზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. დენვერში დაიხურა სასწავლო დაწესებულებებიც.

კოლორადოს შტატში საპატრულო ეკიპაჟი მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი აარიდონ გზებზე გადაადგილებას. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ თოვლის სიმაღლე დენვერში 25 სანტიმეტრს, დასავლეთით კი, გარეუბნებში,  60 სანტიმეტრს მიაღწევს.

დენვერში გაწმენდითი სამუშაოები შეუჩერებლად მიმდინარეობს, რათა მოსახლეობამ დროულად შეძლოს შეუფერხებლად გადაადგილება.

ხუთშაბათს დენვერის საერთაშორისო აეროპორტი გახსნილი იყო, თუმცა დაახლოებით 800 ფრენა გაუქმდა.

შეერთებულ შტატებში უამინდობა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend