ომში დამარცხებას შეიძლება მხოლოდ ერთი დადებითი ჰქონდეს, შეცდომების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების საფუძველზე ცვლილებების მოტანა.
მთიანი ყარაბაღის დაკარგვის შემდეგ ერევანი ავტოკრატიული ჩრდილოეთისგან დაშორებასა და დემოკრატიული დასავლეთთან დაახლოებას ცდილობს.
Excellent entretien avec le Président @EmmanuelMacron et des échangés fructueux sur l’approfondissement des liens d’amitié forte 🇦🇲🇫🇷, l’élargissement & le renforcement de notre agenda bilatéral, le rapprochement 🇦🇲 avec l’UE et la situation sécuritaire dans le Caucase du Sud. pic.twitter.com/L8qwymfvSm
— Nikol Pashinyan (@NikolPashinyan) February 21, 2024
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ბევრი სხვადასხვა მიმართულებით ცდილობს სამშობლოს საგარეო პოლიტიკური კურსის სახელმწიფოს სასარგებლოდ შეცვლას. საერთაშორისო სამართლის მიმართულებით ერევანმა მიიღო რომის სტატუტი და გახდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სრულუფლებიანი წევრი. ერევანმა აიღო ვალდებულება, რომ დააკავოს ვლადიმერ პუტინი სომხეთის ტერიტორიაზე ყოფნის შემთხვევაში.
სომხეთმა ზურგი აქცია კრემლს სამხედრო თვალსაზრისითაც. ერევანი უარს ამბობს “კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის” ეგიდით სამხედრო მანევრებში მონაწილეობაზე. მიუხედავად ამისა, სომხეთის ტერიტორიაზე რუსი ჯარისკაცები რჩებიან.
სომხეთი დასავლეთთან დაახლოებას მრავალმხრივი და ორმხრივი დიპლომატიითაც ცდილობს. ერევანი აქტიურად თანამშრომლობს პარიზსა და ბრიუსელთან. ევროპარლამენტმა კი უკვე დაუჭირა მხარი ევროკავშირში სომხეთის გაწევრიანების შესახებ იდეას.
ICYMI: Armenia poll shows increasing negative views of Russia and strong support for Nagorno-Karabakh refugee response. https://t.co/6HiUXqXu8G
— International Republican Institute (@IRIglobal) March 13, 2024
ბაქოსთან გაჭიანურებული სამშვიდობო პროცესი, შიდაპოლიტიკური დინამიკა და მთიანი ყარაბაღიდან სომხეთის ტერიტორიაზე გადმოსახლებული მოქალაქეების უკმაყოფილება გამოწვევად რჩება, მაგრამ სომხეთი ცდილობს, რომ ევროპულ ოჯახს დაუახლოვდეს. “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მოსახლეობის კეთილგანწყობა ისტორიულ მინიმუმზეა.