მთავარიევროპარუსეთიშორს რუსეთიდან - რუსი ბლოგერის ბრძოლა პუტინის წინააღმდეგ

შორს რუსეთიდან – რუსი ბლოგერის ბრძოლა პუტინის წინააღმდეგ

რუსი ბლოგერი იური ალექსეევი სომხეთის დედაქალაქიდან 200 კილომეტრში, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე, ჰობიტის სტილის სახლში ცხოვრობს. აქ მას შემდეგ გადმოვიდა, რაც რუსეთმა უკრაინასთან ომი დაიწყო.

იური ალექსეევს საკუთარ ქვეყანაში ომის გაპროტესტების გამო 15-დღიანი პატიმრობა მიესაჯა და მისი თქმით, რუსეთში დარჩენის შემთხვევაში 5-7-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. იური ალექსეევი ამბობს, რომ რუსეთში მოვლენები ასე იმიტომ განვითარდა, რომ ხალხმა დემოკრატიისთვის აღარ იბრძოდა.

„ომის დაწყების შემდეგ ჩემი სახლის კარზე ჩამოვკიდე ბანერი, რომელსაც „არა ომს“ ეწერა. მაშინვე დამაპატიმრეს და 15 დღე მომისაჯეს. ეს ვადა მოვიხადე და მივხვდი, რომ თუ რუსეთში დავრჩებოდი, ციხეში უფრო დიდი ხნით გამიშვებდნენ, ხუთი ან შვიდი წლით. ჩემი ქვეყნიდან მაშინვე რომ არ წამოვსულიყავი, ახლა ალბათ, ციხეში ვიქნებოდი. აქ ჩამოსვლიდანვე სომხეთის მოქალაქეებს და აქ მცხოვრებ რუსებს მოვუწოდებ, რომ ვლადიმერ პუტინს ხმა არ მისცენ. ასევე მოვუწოდებ, რომ დემოკრატიისთვის იბრძოლონ. ვცდილობ ხალხს ავუხსნა, რომ რუსეთში ეს ყველაფერი სწორედ იმიტომ ხდება, რომ ადამიანებმა დემოკრატიისთვის ბრძოლა შეწყვიტეს“, – ამბობს ბლოგერი და აქტივისტი იური ალექსეევი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend