მთავარიევროპაუკრაინაოლაფ შოლცმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეწინააღმდეგება უკრაინისთვის ტაურუსის რაკეტების გადაცემას

ოლაფ შოლცმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეწინააღმდეგება უკრაინისთვის ტაურუსის რაკეტების გადაცემას

გერმანიის კანცლერმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება შორ მანძილზე მოქმედი “ტაურუსის“ რაკეტების უკრაინაში გაგზავნას.

ოლაფ შოლცმა ამის შესახებ ბუნდესტაგში განაცხადა. მას პოზიციის შეცვლისკენ მოუწოდებენ როგორც მისი თანამემამულეები, ისე სხვა ევროპელი ლიდერები.

თუმცა კანცლერი ფიქრობს, რომ შეიარაღების გადაცემა გერმანიის ომში ჩართვას გამოიწვევს. იგი თავის გადაწყვეტილებას წინდახედულობით ხსნის. მისი თქმით, ამ შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების გამოყენება გერმანელი სამხედროების გარეშე არ შეიძლება, რადგან შესაძლოა, სამიზნეებზე კონტროლი დაიკარგოს.

სხვები, მათ შორის ფინეთის პრემიერ-მინისტრი, ევროპას მოუწოდებენ რუსეთის მიმართ ხისტი პოზიცია გამოხატონ, წინააღმდეგ შემთხვევაში აგრესიის საფრთხე ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც დაემუქრება.

ფინეთის პრემიერ-მინისტრი პეტერი ორპო ამბობს, რომ რუსეთი დასავლეთთან ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადება და ის მუდმივ და მნიშვნელოვან სამხედრო საფრთხეს უქმნის ევროპას. მისი თქმით, თუ ევროპა ვერ უზრუნველყოფს, სათანადოდ უპასუხოს ამ გამოწვევას, მომავალ წელს მას უფრო მეტ საფრთხესთან და მოსალოდნელ თავდასხმებთან მოუწევს გამკლავება.

იმ დროს, როდესაც ევროპას განსხვავებული პოზიცია აქვს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნასთან დაკავშირებით, ოლაფ შოლცმა საფრანგეთის პრეზინდეტი ემანუელ მაკრონი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკი მოლაპარაკებებზე ბერლინში მიიწვია. ისინი ემხრობიან კიევისთვის იარაღის, მათ შორის შორი მანძილის რაკეტების გადაცემას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend