მთავარიკუბიკონგრესმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც TikTok-ის დაბლოკვის საშუალებას იძლევა

კონგრესმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც TikTok-ის დაბლოკვის საშუალებას იძლევა

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი. მას ხმა 352-მა კონგრესმენმა მისცა, ხოლო წინააღმდეგ 65 იყო.

კანონპროექტი საშუალებას იძლევა დაწესდეს შეზღუდვა „ტიკტოკის“ გამოყენებაზე, ვიდრე ის არ გამოეყოფა თავის ჩინურ მფლობელ ტექნოლოგიურ გიგანტ კომპანია „ბაიტდენსს“.

კანონმდებლები ამტკიცებენ, რომ „ბაიტდენსს“ აქვს კავშირები ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან, თუმცა კომპანია რამდენიმე წელია უარყოფს ამ კავშირებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ხელს მოაწერს კანონპროექტს, თუ სენატი მას მხარს დაუჭერს. სენატის მიერ კანონის დამტკიცების შემთხვევაში, „ბაიტდენსს“ მიეცემა დაახლოებით 6 თვე იმისათვის რომ გაყიდოს ტიკტოკი სხვა კომპანიაზე.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვან ვენბინმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება აშშ-ის საწინააღმდეგოდ იმუშავებს. მისი თქმით, ამერიკას არასდროს წარმოუდგენია დამაჯერებელი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ „ტიკტოკი“ წარმოადგენს საფრთხეს ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ გალაჰერი, რომელიც არის კანონპროექტის თანაავტორი ახადებს, რომ ამერიკას არ შეუძლია წავიდეს ისეთ რისკზე, როდესაც დომინანტურ ახალი ამბების პლატფორმას, აკონტროლებს ან ფლობს ჩინეთის კომუნისტური პარტია.

ჩინურ კომპანიები ექვემდებარება ჩინეთის ეროვნული უსაფრთხოების კანონს, რომელიც ავალდებულებს მათ გაუზიარონ მონაცემები პეკინს, თუ იქნება ასეთი მოთხოვნა. ამ თემასთან დაკავშირებით ტიკტოკის აღმასრულებელი დირექტორი არაერთხელ იყო დაბარებული სენატში, სადაც ის უარყოფდა ბრალდებას და აცხადებდა, რომ ტიკტოკის 150 მილიონი ამერიკელის მონაცემები დაცულია ჩინეთში „ბაიტდენსის“ თანამშრომლებისგან.

აღსანიშნავია ნაციონალურ დონეზე ამერიკაში, ტიკტოკის გამოყენება უკვე აკრძალული აქვთ მოწყობილობებში, რომლებსაც ხელისუფლება ფლობს , ისევე, როგორც აპლიკაციის გამოყენება აკრძალული აქვთ ევროკავშირის სამთავრობო უწყებების თანამშრომლებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend