ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგანტოს ხელმძღვანელი თანახმაა, გაგრძელდეს იაპონიის ფუკუსიმის ატომური ელექტროსადგურიდან დამუშავებული რადიოაქტიური წყლის გადინება.
ეს რაფაელ გროსის პირველი ვიზიტი იყო მას შემდეგ, რაც ივლისში ხელახლა დაიწყეს ზღვაში წყლის ჩაშვება.
At Fukushima Daiichi NPP, where treated water is being released into the ocean in a controlled manner, we reaffirm our commitment: @IAEAorg present before, during, and after this critical operation, ensuring every drop of water is safely discharged. pic.twitter.com/1421erW99G
— Rafael MarianoGrossi (@rafaelmgrossi) March 13, 2024
სააგენტოს პირველადი ანგარიშის გამოქვეყნებისას რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ ფუკუსიმის ოპერაციები აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. იგი დარწმუნებულია, რომ ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან დიალოგი იქნება კონსტრუქციული და შეძლებენ ყველა აუცილებელი და საჭირო გარანტიის უზრუნველყოფას.
იაპონიის მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გროსი ცდილობდა, ჩინეთი და ადგილობრივი მეთევზეები დაერწმუნებინა, რომ გაშვებულ წყალს არ აქვს მავნე ზემოქმედება გარემოზე.
ფუკუსიმის 3 რეაქტორი 2011 წელს ცუნამის შედეგად დაზიანდა. აღდგენითი სამუშაოების დაწყებას კი 10 წელზე მეტი დასჭირდა.