ისრაელის მიერ ღაზის ქალაქ დეირ ელ-ბალაჰზე მიტანილ ავიადარტყმას ათი პალესტინელი, მათ შორის სამი ბავშვი და ერთი ქალი, ემსხვერპლა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, იგი ყველაფერს გააკეთებს, რომ ისრაელს აღარასდროს დაემუქროს საფრთხე ღაზიდან. მან ასევე პირობა დადო, რომ სამხედრო ოპერაცია გავრცელდება სამხრეთის ქალაქ რაფაშიც, სადაც ღაზის მოსახლეობის ნახევარზე მეტი აფარებს თავს.
We will finish the job. Watch my speech at the AIPAC policy conference >> pic.twitter.com/QvPEyzfQvc
— Benjamin Netanyahu – בנימין נתניהו (@netanyahu) March 12, 2024
ამავდროულად, პალესტინის მედია ავრცელებს გასულ ღამეს რაფაში ერთ-ერთ შენობაზე მიტანილი ავიაიერიშის შედეგების ამსახველ კადრებს.
ისრაელის თავდასხმა ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე ხდება. ბოლო პერიოდში სახმელეთო გზით საკვებისა და წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული საფრთხეების გამო ალყაში მოქცეულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას დახმარებას პარაშუტებით აწვდიან.
The situation in #Gaza is catastrophic and deteriorates by the minute.@OCHA reports that 25 people in north #Gaza have died of malnutrition and dehydration. 21 of them were children.
We call on the world not to look away. It's time for humanity to prevail.#Ceasefire now. pic.twitter.com/oFJ9kPJgLX
— UNRWA (@UNRWA) March 12, 2024
ამასთან, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დეივიდ კამერონმა ისრაელს მოუწოდა, გახსნას ერთ-ერთი პორტი, რათა ღაზაში დახმარების შეტანა უზრუნველყონ. მან დასძინა, რომ დიდი ბრიტანეთი ყველაფერს აკეთებს რეგიონის დასახმარებლად, სადაც ასობით ათასი პალესტინელი შიმშილის ზღვარზეა.
შეერთებული შტატები კი ჩრდილოეთ ღაზას კვლავ თვითმფრინავიდან აწვდის ჰუმანიტარულ ტვირთს. გაეროს პალესტინელთა დახმარების სააგენტოში აცხადებენ, რომ რეგიონში ტრაგიკული ვითარებაა.