მთავარიევროპამოლდოვამოლდოვის საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარეს

მოლდოვის საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარეს

მოლდოვა არ ეთანხმება მოსკოვის გადაწყვეტილებას, რომ მისი თანხმობის გარეშე გაიხსნას საარჩევნო უბნები დნესტრისპირეთის რეგიონში.  რუსეთის ელჩი  საგარეო უწყებაში დაიბარეს.

მოლდოვის პრემიერ-მინისტრი დორინ რეჩანი ამბობს, რომ მოლდოვის რესპუბლიკა მოქმედებს იქ, სადაც შეუძლია გააკონტროლოს გარემო. შესაბამისად, მოლდოვა არ დაუშვებს დარღვევებს საკონსტიტუციო ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მისი თქმით, რუსეთის ელჩს საპროტესტო ნოტა უკვე წარედგინა. პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ ყველამ უნდა სცეს პატივი  მოლდოვის სახელმწიფოსა და მის მოქალაქეებს.

შეხვედრის შემდეგ რუსეთის ელჩმა განაცხადა, რომ მისი სახელმწიფოს დიპლომატია რუსეთის ყველა მოქალაქეს აძლევს ხმის მიცემის უფლებას.

ოლეგ ვასნეცოვმა, რუსეთის ელჩმა მოლდოვაში,  განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საელჩოში ბევრი მოთხოვნა შემოდის. რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირები  ხმის მიცემის კანონიერ უფლებას მოითხოვენ.

ორშაბათს ტირასპოლის სეპარატისტულ რეჟიმთან დაახლოებულმა გამოცემამ გამოაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია დნესტრისპირეთში ექვს საარჩევნო უბანს გახსნის და ხმის მიცემა ვადაგასული ან საბჭოთა პასპორტის მქონე ადამიანებსაც კი შეეძლებათ.

საარჩევნო უბნები გაიხსნება ასევე უკრაინის ანექსირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის ყირიმში. კიევის უკმაყოფილების მიუხედავად, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი რუსი სამხედროების ხმის მიცემის პროცესი უკვე დაწყებულია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend