კონტრაქტებით გათვალისწინებული ხარჯის დაზოგვის შემდეგ პენტაგონი უკრაინას დაახლოებით 300 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუგზავნის. ეს დეკემბრის შემდეგ პირველი დახმარებაა, რომელიც უკრაინას გადაეცემა.
I thank @POTUS Joe Biden, his administration, Congress, and the American people for the $300 million military aid package that addresses Ukraine's immediate needs for artillery, antitank weapons, and air defense.
155mm and 105mm artillery ammunition, Stingers, HIMARS munitions,…
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) March 12, 2024
პენტაგონის პრესსპიკერის პეტ რეიდერის თქმით, ეს არის დახმარების 55-ე პაკეტი, რომელიც მოიცავს საჰაერო თავდაცვის, არტილერიისა და ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებს.
I spoke with Minister @rustem_umerov today to get an update of developments on the ground in Ukraine. It is critical that Congress urgently pass President Biden’s bipartisan National Security Supplemental to support 🇺🇦's fight against Russian aggression.https://t.co/ybZyj948t4
— Secretary of Defense Lloyd J. Austin III (@SecDef) March 11, 2024
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა საფრანგეთისა და უკრაინის შეთანხმებას, რომელიც მათ უსაფრთხოებას უკავშირდება. პრეზიდენტებმა ემანუელ მაკრონმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორმხრივ შეთანხმებას გასულ თვეს მოაწერეს ხელი პარიზში.
უკრაინაში კი, კერძოდ, კრივი-რიჰში, აფეთქებების ხმა ისმოდა.
ავიაიერიშიის შედეგად ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ მაღალ სართულიან საცხოვრებელ კორპუსში, რის შედეგადაც დაიღუპა სამი, ხოლო დაიჭრა 38 ადამიანი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ხუთი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუსამძიმრა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და პირობა დადო, რომ ამას აუცილებლად მოჰყვება საპასუხო ნაბიჯი და რუსეთი პასუხს აგებს ჩადენილი დანაშაულისთვის.
რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია კი ბელგოროდზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგების კადრებს ავრცელებს.
ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ერთ-ერთი დრონი ადმინისტრაციულ შენობას შეეჯახა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინელმა მებრძოლებმა ოთხჯერ სცადეს ბელგოროდის რეგიონზე შეტევა, თუმცა ყველა იერიში მათ თვითმფრინავებით, არტილერიითა და რაკეტებით მოიგერიეს.