მთავარისაქართველოქართველი ოფიცრების მომზადება

ქართველი ოფიცრების მომზადება

შიდა ქართლში, რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული ტერიტორიიდან სულ რამდენიმე კილომეტრში, ქართველი ოფიცრების სამჭედლოა.

ოფიცრის როლი კი საბრძოლო მოქმედებების მართვის დროს უმნიშვნელოვანესია. ეს ეროვნული თავდაცვის აკადემიაა.

როგორც თავდაცვის ძალებში აცხადებენ, ეროვნული თავდაცვის აკადემია ამიერკავკასიაში ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი სამხედრო დაწესებულებაა, რომელიც თანამედროვე მეთოდებით, თეორიული და პრაქტიკული ცოდნით აღჭურვილი, კონკურენტუნარიანი ოფიცრების მომზადებას უზრუნველყოფს. აკადემიაში ფუნქციონირებს უმაღლესი  აკადემიური განათლების პირველი და მეორე საფეხურის პროგრამები. სასწავლო პროგრამა თანამედროვე გამოწვევების ადეკვატურია.

სამხედრო თეორეტიკოსები ფიქრობენ, რომ  გარკვეული დროით დაშორებული ყოველი ახალი სამხედრო შეიარაღებული კონფლიქტი უნიკალურია და მას ინდივიდუალური მახასიათებლები აქვს. ომის მონაწილე მხარეები მუდმივად ხვეწენ ომის წარმოების მეთოდებს. ეროვნული თავდაცვის აკადემიაში  სასწავლო პროგრამის შემუშავების დროს  სწორედ წარსული და მიმდინარე კონფლიქტების ანალიზს ეთმობა დიდი ყურადღება,  რადგან ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია მზადყოფნის ხარისხის  გასაუმჯობესებლად.

„სწავლება დაფუძნებულია წარსულ გამოცდილებაზეც, ყველა ტიპის ომზე რომელიც აქამდე არსებობდა. I, II, III ტიპის ომებს ჩვენ განვიხილავთ. ასევე, ყურადღება ექცევა ახალი თაობის ომს, მაგალითად წელს უკვე დავგეგმეთ სწავლება დრონის გამოყენებით. უნდა შევძლოთ ისეთ გარემო პირობებში მოქმედება, რომელსაც თანამედროვე მსოფლიო გვთავაზობს, ამისთვის კარგი მაგალითია ომი უკრაინაში“, – აღნიშნავს ეროვნული თავდაცვის აკადემიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ვიცე-პოლკოვნიკი ნიკოლოზ ხაჩიძე.

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემია სტუდენტებს სთავაზობს სხვადასხვა საბაკალავრო  პროგრამას, როგორებიცაა:  მენეჯმენტი, ინფორმატიკა, მექანიკის ინჟინერია, თავდაცვა და უსაფრთხოება. ამას გარდა, აკადემიაში  ფუნქციონირებს სამაგისტრო პროგრამებიც, თავდაცვის ანალიზი; სახელმწიფო რესურსების მართვა; უსაფრთხოების კვლევები.

ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის შემდეგ ბაკალავრიატზე ჩარიცხული სტუდენტები პირველი სამი კურსის განმავლობაში ძირითადად სამოქალაქო განათლებას მიიღებენ, მეოთხე დამამთავრებელი კურსი კი უმთავრესად სამხედრო სპეციფიკას ეთმობა. კურსდამთავრებული ოფიცრები თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში ოცეულის მეთაურის პოზიციაზე იმუშავებენ.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია უკვე დაიწყო.  ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაბარების  მსურველ 24 წლამდე აბიტურიენტებს აკადემიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე დარეგისტრირება 4 მარტიდან  4 აპრილის 18:00 საათამდე შეუძლიათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend