2024 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, დემოკრატებისა და რესპუბლიკელების კანდიდატები კვლავ დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი იქნებიან.
ყოფილმა და მოქმედმა პრეზიდენტებმა შტატების დონეზე გამართული არჩევნების პრაიმერის ბარიერი გადალახეს.
პლატფორმა იქსზე ჯო ბაიდენმა გამოაქვეყნა ვიდეო სადაც ის ზეიმობს პრაიმერში გამარჯვებას.
“დღეს არის მოქმედების დრო. თქვენი ხმითა და ძალაუფლებით მოდით ნოემბერში არჩევნებზე. ჩვენ ხმას მივცემთ რეკორდული მაჩვენებლით. ჩვენ ამის გაკეთებას შევძლებთ. ამის ძალა გაგვაჩნია. მზად ხართ, რომ დაიცვათ დემოკრატია? მზად ხართ რომ დაიცვათ ჩვენი თავისუფლება? მზად ხართ რომ გაიმარჯვოთ ამ არჩევნებში”,- ამბობს ჯო ბაიდენი გამოქვეყნებულ ვიდეოში.
Let’s go: https://t.co/V9Mzpw8kB0 pic.twitter.com/jMr65EcleN
— Joe Biden (@JoeBiden) March 12, 2024
მიუხედავად იმისა, რომ იქსზე დონალდ ტრამპის ოფიციალური ანგარიში აღდგა, ტრამპი პლატფორმაზე აღარ აქტიურობს, ამიტომ ყოფილი პრეზიდენტის ოფიციალური ვიდეო ტრამპის მხარდამჭერმა გვერდმა გამოაქვეყნა.
„ეს იყო გამარჯვების დიდი დღე. გასული კვირა, ნამდვილად გამორჩეული იყო, მაგრამ ახლა უნდა დავუბრუნდეთ საქმეს, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ამჟამად ყველაზე ცუდი პრეზიდენტი გვყავს. მას ჰქვია ჯო ბაიდენი, რომელსაც ხანდახან ცბიერ ჯო ბაიდენს უწოდებენ, ის უნდა დამარცხდეს“, – ამბობს დონალდ ტრამპი ოფიციალურ ვიდეომიმართვაში.
A Message from President @realDonaldTrump pic.twitter.com/8MUs8b448D
— Team Trump (Text TRUMP to 88022) (@TeamTrump) March 13, 2024
განსხვავებით წინა არჩევნებისგან, წელს დონალდ ტრამპი არის კანდიდატი, რომელსაც წარდგენილი აქვს ბრალდება 91 საქმეზე, მათ შორისაა ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ ის არ აღიარებდა თავის დამარცხებას და დაგეგმა ჯო ბაიდენის გამარჯვების გაფორმების პროცესის ჩაშლა, როდესაც 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმის შენობაში მისი მხარდამჭერები შეიჭრნენ.