საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. მარტში ლუქსემბურგთან გასამართი ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის ნახევარფინალური მატჩისთვის გუნდს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ჯაბა კანკავა დაუბრუნდა. საქართველოსა და ლუქსემბურგის შეხვედრა 21 მარტს თბილისში “დინამო არენაზე” გაიმართება.