მთავარიმსოფლიო„გერმანელ ჯარისკაცებს უკრაინაში არ გავგზავნი“ - ოლაფ შოლცი

„გერმანელ ჯარისკაცებს უკრაინაში არ გავგზავნი“ – ოლაფ შოლცი

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი სახელმწიფოს მთავარ საკანონმდებლო ორგანოში, ბუნდესტაგში, სიტყვით გამოვიდა. მან დეპუტატებთან ისაუბრა საკუთარ გადაწყვეტილებაზე, რომელიც შორ მანძილზე მოქმედი გერმანული წარმოების სარაკეტო შეიარაღების უკრაინაში გაგზავნას ეხება. კანცლერი ამბობს, რომ ამ შეიარაღებას უკრაინაში ვერ გაგზავნის, რადგან ტაურუსის სარაკეტო მოწყობილობების გამოყენებას ბრძოლის ველზე გერმანელი ჯარისკაცების ყოფნა სჭირდება. შოლცი აცხადებს, რომ ჯარისკაცებს უკრაინაში არ გაგზავნის.

„ეს სარაკეტო შეიარაღება ძალიან შორ მანძილზე მოქმედია. ზუსტი დამიზნებით ამ შეიარაღების გამოყენება ბრძოლის ველზე გერმანელი ჯარისკაცების ყოფნას მოითხოვს, მე კი გერმანელ ჯარისკაცებს უკრაინაში არ გავაგზავნი. სიფრთხილე სიმხდალეს არ ნიშნავს. ჩვენ ვენდობით უკრაინას, ამიტომაც ვაშინგტონის შემდეგ სწორედ ჩვენ გვაქვს უკრაინისთვის ყველაზე მეტი სამხედრო დახმარება გაწეული“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი პასუხობს გერმანელი კანონმდებლების კითხვებს ბუნდესტაგში, ბერლინი, გერმანია. 13 მარტი, 2024 წელი Copyright AP Photo/Markus Schreiber

გერმანიის კანცლერი ასევე ამბობს, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება გაატაროს წინდახედული საგარეო პოლიტიკა. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, მათ შორის ანგელა მერკელის “ქრისტიან-დემოკრატიული პარტია”, კოალიციურ ხელისუფლებას შესაბამისი შეიარაღების უკრაინისთვის გადაცემისკენ მოუწოდებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend