მთავარიევროპალიეტუვაბელარუსში დაკავებული ლიეტუვის მოქალაქის გარდაცვალების გამო ლიეტუვის ხელისუფლება შეშფოთებას გამოთქვამს

ბელარუსში დაკავებული ლიეტუვის მოქალაქის გარდაცვალების გამო ლიეტუვის ხელისუფლება შეშფოთებას გამოთქვამს

ლიეტუველი მოქალაქე, რომელიც ლიეტუვისა და ბელარუსის საზღვარზე დეკემბრის ბოლოს დააკავეს, ბელარუსის ციხეში გარდაიცვალა. 

ლიეტუვის ხელისუფლებამ საკუთარი ქვეყნის მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ მიიიღო, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა რამდენჯერმე მოითხოვეს დაკავებულ პატიმართან შეხვედრა.

„არაერთი მოთხოვნა იყო, ბევრი წერილი და მიმართვა გაიგზავნა, თუმცა  ჩვენ არ მოგვცეს პატიმართან შეხვედრის შესაძლებლობა. ამიტომ ჩვენ ბელარუსის ხელისუფლებას ნოტა გავუგზავნეთ. ამ შენიშვნის საპასუხოდ ჩვენ დაგვირეკეს ბელარუსის ინსტიტუტებიდან და გვითხრეს, რომ შეხვედრის ორგანიზება შეუძლებელია, რადგან ლიეტუვის მოქალაქე გარდაცვლილია“, – განაცხადა ლიეტუვის ელჩმა ბელარუსში, ასტა ანდრიაუსკიენემ.

euronews

ლიეტუვის მოქალაქის გარდაცვალების გამო აღშფოთებული ლიეტუვის ხელისუფლება ბელარუსი კოლეგებისგან ახსნა-განმარტებებს ითხოვს.

ლიეტუვის ელჩის განცხადებით, ბელარუსში სხვადასხვა მიზეზით ლიეტუვის ბევრი მოქალაქეა დაკავებული. ლიეტუვის ხელისუფლება მომხდარის შესახებ ინფორმაციას დაკავებულების ოჯახის წევრებისგან იღებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend