მთავარისაქართველოUSAID-მა ხუთწლიანი ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა შეაჯამა

USAID-მა ხუთწლიანი ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა შეაჯამა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრნენ, სამთავრობო და ასევე კერძო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად. USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში მნიშვნელოვან ეკონომიკურ ცვლილებებს დაუჭირა მხარი, მათ შორის გაყიდვების 65 მილიონი დოლარით ზრდას, 5000-ამდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნასა და 5000 მუშაკისთვის პროფესიული უნარების ტრენინგების ჩატარებას.

“მოხარული ვარ, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე ვიმყოფები. ჩვენ ვესწრებით USAID-ის 5-წლიანი წარმატებული ეკონომიკური პროგრამის შეჯამებას, სადაც 24 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო და ამ პროგრამის ფარგლებში დავეხმარეთ 5000-ზე მეტ ადამიანს, შეიქმნა ათასობით სამუშაო ადგილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც დაეხმარა ბიზნესებსა და საქართველოში მცხოვრებ ოჯახებს. ეს პროგრამა არის ერთ-ერთი კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ თანამშრომლობს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობასა და კერძო სექტორთან. ჩვენ ვმუშაობთ ერთად, რომ დადებითი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის მომავალში. მართალია, პროექტის დასრულებას აღვნიშნავთ, თუმცა ახლო მომავალში კიდევ უამრავ პროექტს დავიწყებთ, რაც საბოლოო ჯამში მიზნად ისახავს ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოს მხარდაჭერას, რათა ქვეყანამ შეძლოს ევროკავშირში ინტეგრაცია”, – ამბობს რობინ დანიგანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend