დედის დღესთან დაკავშირებით კენსინგტონის სასახლის გვერდზე გამოჩნდა დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ფოტო.
ეს გახდა მიმდინარე წლის იანვრის შემდეგ პირველი ოფიციალური ფოტო ქეით მიდლტონის მას შემდეგ, რაც მას ჩაუტარდა ოპერაცია.
ინტერნეტში გაჩნდა არაერთი სახის სპეკულაცია იმის თაობაზე, რომ პრინცესას არ უკეთდება სინამდვილეში ოპერაცია და ზოგადად დაუდგენელია მისი ადგილსამყოფელი.
ამ ოფიციალური ფოტოთი კონსპირაციები უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამის შემდეგ ინტერესი ქეით მიდლტონის მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა და ეს თემა ტრენდული გახდა პლატფორმა იქსზე.
Like many amateur photographers, I do occasionally experiment with editing. I wanted to express my apologies for any confusion the family photograph we shared yesterday caused. I hope everyone celebrating had a very happy Mother’s Day. C
— The Prince and Princess of Wales (@KensingtonRoyal) March 11, 2024
AP-ში აცხადებენ, რომ მედია ზედმეტად დარედაქტირებული ფოტოების გავრცელებას ყოველთვის ერიდება. კარგად დაკვირვების შემდეგ მათ დაადგინეს, რომ ავტორი ცდილობდა, სხვადასხვა ტექნოლოგიური მანიპულაციების შესრულებას.
სააგენტო ფრანსპრესმა ზუსტად მონიშნა ადგილები, რომლებიც იყო მანიპულირებული. მაგალითად, პრინცესა შარლოტას მაჯის ნაწილი ფოტოზე ნაწილობრივ აკლია, პრინც ლუის თითებიც არაბუნებრივად გამოიყურება, ისევე როგორც პრინცესას თმა.
The official photo released by Kensington Palace (L) alongside close crops highlighting several inconsistencies in alignments after it came to light that the handout image had been manipulated. pic.twitter.com/9sfGvAtTT2
— AFP News Agency (@AFP) March 11, 2024
ამ ინციდენტმა კიდევ ერთხელ გახსნა დისკუსია მედია სტანდარტებთან დაკავშირებით. ამჟამად, მედიისა და სოციალური ქსელების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ხელოვნური ინტელექტია.
ტექნოლოგიური გიგანტები ცდილობენ, შექმნან სისტემა, რომლის დახმარებითაც სოციალურ ქსელში მომხრელები ყოველთვის დაინახავს ფოტოსა და ვიდეოზე, იყო თუ არა მის შესაქმნელად გამოყენებული ხელოვნური ინტელექტი.