მთავარიევროპარუსეთირუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს გაიმართება

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს გაიმართება

რუსეთში 17 მარტს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. პოლიტოლოგები ყველაზე ძლიერ კანდიდატად კვლავ რუსეთის ამჟამინდელ პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ასახელებენ.

პუტინმა 24 წლის განმავლობაში სრული კონტროლი მოიპოვა რუსეთის პოლიტიკურ სისტემაზე. კრიტიკოსები, რომლებსაც პუტინის მმართველობის წინააღმდეგ ბრძოლის უნარი შესწევდათ, ციხეში  ან საზღვარგარეთ არიან ემიგრაციაში.

პუტინის მმართველობის პირობებში შეზღუდულია დამოუკიდებელი მედიის საქმიანობაც.

71 წლის პუტინის გარდა, რომელიც დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს, რუსეთის საარჩევნო კომისიამ კიდევ სამი სხვა კანდიდატიც დაარეგისტრირა, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა რამდენიმე პოლიტიკური პარტია, რომლებიც თითქოს პუტინის პოლიტიკური კონკურენტები არიან, სინამდვილეში მხარს უჭერენ კრემლის პოლიტიკას – მათ შორის რუსეთის ომს უკრაინაში.

პუტინის გარდა, კანდიდატებად წარდგენილნი არიან რუსეთის დუმის თავმჯდომარის მოადგილე და „ახალი ხალხის“ წევრი ვლადისლავ დავანკოვი, კრემლის ლოიალური ულტრანაციონალისტური ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ლეონიდ სლუცკი და კომუნისტური პარტიის კანდიდატი ნიკოლაი ხარიტონოვი.

რუსეთის ცესკოში ამბობენ, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს დისტანციურად ხმის მიცემა არ შეეძლებათ.

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი პოსტზე 2030 წლამდე დარჩება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend