მთავარიევროპასაფრანგეთიპარიზის პოზიცია - საფრანგეთის როლი და მიზნები უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე

პარიზის პოზიცია – საფრანგეთის როლი და მიზნები უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე

1815 წლის შემდეგ საფრანგეთს ევროპაში მასშტაბური ტერიტორიული პრეტენზიები აღარ ჰქონია, მაგრამ პარიზი ყოველთვის ინარჩუნებდა წამყვან როლს კონტინენტზე. საფრანგეთი არის ბირთვული შეიარაღების მფლობელი სახელმწიფო და მისი გეოპოლიტიკური ინტერესები რამდენიმე კონტინენტზეა გადაჭიმული.

ბრექსიტის შემდეგ ევროკავშირში ეკონომიკური, სამხედრო და დემოგრაფიული მონაცემების ერთობლიობით სამი ლიდერი სახელმწიფოა: საფრანგეთი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და პოლონეთი. სამივე სახელმწიფო დიდი მასშტაბის სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უწევს უკრაინას.

“კილის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის” მკვლევართა ინფორმაციის თანახმად, პარიზის მიერ კიევისთვის 2022 წლის მერე დღემდე გაწეული სამხედრო დახმარება მხოლოდ 635 მილიონი იყო და არა 2 მილიარდ ევროზე მეტი, როგორც ამას პარიზში ამტკიცებენ.

პარიზმა კიევს გადასცა „კროტალის“„მისტრალისა“ და “SAMP/T “ (ფრანგულ – იტალიური წარმოების) სახის საჰაერო თავდაცვის სისტემები. ფრანგულმა მხარემ უკრაინას მიაწოდა საარტილერიო შეიარაღებაც: ცეზარის სახის თვითმავალი არტილერია 30 ერთეული, TRF1 – სახის არტილერიის 6 ერთეული და 4 ერთეული სხვადასხვა სარაკეტო სისტემა, ისევე როგორც 10 ერთეული კლასიკური ჰაუბიცის სახის არტილერია. ამ საარტილერიო შეიარაღებას მოჰყვა 30 ათასი ჭურვიც. პარიზმა კიევს ასევე გადასცა AMX10 მსუბუქი სახის 38 ტანკიც 9 ათას ჭურვთან ერთად. საფრანგეთში გაიწვრთნა 10 ათასი უკრაინელი ჯარისკაციც.

ფრანგული არმიის 141 ათას ჯარისკაცსა და ოფიცერს ემატება 26 ათასი რეზერვისტი და ყბადაღებული „უცხოური ლეგიონი“, რომელშიც ერთ დროს 350 ათასამდე ჯარისკაცი ირიცხებოდა, ახლა კი 7700 და მათი 24 პროცენტია წარმოშობით ფრანგი. ასევე ყურადსაღებია ჟანდარმერია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება, მაგრამ თავდაცვის სამინისტროსაც შეუძლია მისი გამოყენება. 447 სამხედრო შვეულმფრენია, მოიერიშე 224, სატრანსპორტო 118 და ა.შ.

ფრანგული არტილერია ძირითადად თვითმავალ არტილერიას მოიცავს, სარაკეტო არტილერიის მხოლოდ 9 ერთეული აქვს საფრანგეთს. რაც შეეხება სამხედრო ფლოტს. ქვეყანას აქვს ერთი ავიამზიდი, 9 წყალქვეშა ნავი, 11 ფირგატი, 15 საპატრულო ხომალდი და 300 ბირთვული ქობინი. საფრანგეთი მსოფლიოში სიდიდით რიგით მეოთხე ბირთვული არსენალის პატრონია.

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საფრანგეთის 25-ე, ამჟამად 46 წლის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ევროპელ ლიდერთაგან ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია. საერთაშორისო საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია ბოლო დროს ემანუელ მაკრონის მიერ გაკეთებულმა რიგმა განცხადებებმა, მაგალითად:

26 თებერვალს – საფრანგეთის პრეზიდენტმა არ გამორიცხა უკრაინაში დასავლეთის რიგი სახელმწიფოების ჯარების გაგზავნა;

5 მარტს – ემანუელ მაკრონმა მოკავშირეებს მეტი სიმამაცისკენ მოუწოდა;

7 მარტს – საფრანგეთის პრეზიდენტმა ელისეს სასახლეში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინისადმი საფრანგეთის მხარდაჭერა უსაზღვროა.

ამ საკითხებზე სასაუბროდ ევრონიუს ჯორჯიამ “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” უმცროსი ანალიტიკოსი ნინი კვირიკაშვილი მოიწვია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend